სუპერთასისთვის მატჩი "ზესტაფონსა" და "გაგრას" შორის 29 მაისს გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის გათამაშების თარიღი გამოაცხადა - ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის ყოფილი მფლობელი "გაგრა" ერთმანეთს 29 მაისს "მიხეილ მესხზე" შეხვდებიან. მატჩი 19 საათზე დაიწყება.

სუპერთასი თითქმის ყველა ქვეყანაში აგვისტოში, სეზონის დაწყების წინ თამაშდება, მაგრამ რატომღაც ეს ტრადიცია საქართველოში ვერა და ვერ დაინერგა და სუპერთასის მატჩები უმეტესად ზამთარში ტარდება ხოლმე. ამჯერად კი სუპერთასი ვერც ზამთარში გათამაშდა და სეზონის ბოლოსკენ გადმოიწია.

ერთი სიტყვით, ეს ტიტული ყველაზე უდროო დროს თამაშდება და იმედია, სუპერთასი მომავალი სეზონის კალენდარში მაინც დაიკავებს სათანადო ადგილს.

აქვე
გეტყვით, რომ ჩვენი ინფორმაციით, "ზესტაფონი" "გაგრას" არაოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება.

სუპერთასი ხვალ გათამაშდება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული