29 მაისს "ზესტაფონი" და "გაგრა" სუპერთასისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
29 მაისს "მიხეილ მესხზე" საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის ყოფილი მფლობელი "გაგრა" ერთმანეთს სუპერთასისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.

სუპერთასი თითქმის ყველა ქვეყანაში აგვისტოში, სეზონის დაწყების წინ თამაშდება, მაგრამ რატომღაც ეს ტრადიცია საქართველოში ვერა და ვერ დაინერგა და სუპერთასის მატჩები უმეტესად ზამთარში ტარდება ხოლმე. ამჯერად კი სუპერთასი ვერც ზამთარში გათამაშდა და სეზონის ბოლოსკენ გადმოიწია.

ერთი სიტყვით, ეს ტიტული ყველაზე უდროო დროს თამაშდება და იმედია, სუპერთასი მომავალი სეზონის კალენდარში მაინც დაიკავებს სათანადო ადგილს.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ზესტაფონი" "გაგრას" ექსპერიმენტული
შემადგენლობით შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული