
გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა, რომლებიც ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდნენ, გოლი გაგრელებისგან მე-8 წუთზევე მიიღეს. გატანილი გოლით "გაგრას" ნიგერიელი ფეხბურთელი ჯონი ჯერემია გამოირჩა.
ანგარიშში წონასწორობა ვახტანგ ჭანტურიშვილმა პირველსავე ტაიმში, 24-ე წუთზე აღადგინა. მეორე ტაიმში კი "ზესტაფონმა" კიდევ ორჯერ, ჯერ რატი წინამძღვრიშვილის ზუსტი პენალტით (50), შემდეგ კი აბაიომი ოვონიკოკოს გოლით (67) შეძლო გაგრელთა დამწუხრება და საქართველოს