თბილისის "დინამომ" სტუ საპასუხო მატჩშიც გაანადგურა

AutoSharing Option
18 სექტემბერს საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა.

სტუ (თბილისი)-"დინამო"(თბილისი) 1:6
"დინამო" (ბათუმი)-"ჩხერიმელა" 3:0
"ლოკომოტივი"(თბილისი)- "ვიტ ჯორჯია" 1:2
"მერანი" (მარტვილი)-"სამტრედია" 0:2
"კოლხეთი"(ფოთი)-"სამგურალი" (წყალტუბო) 3:1
"სპარტაკი" (ცხინვალი)-"ლიახვი" 5:1
"სიონი" (ბოლნისი)-"აიეტი" (სოხუმი) 3:3

გასამართია "შუქურა"-"მერცხალისა" და "იმერეთი"-"ზუგდიდის" საპასუხო შეხვედრები.

ჩამოთვლილი წყვილებიდან ორი მატჩის ჯამში მერვედფინალში შემდეგი გუნდები გავიდნენ: "გურია", "გაგრა", "დინამო" (თბილისი), "დინამო" (ბათუმი), "ვიტ ჯორჯია", "სიონი", "სპარტაკი", "კოლხეთი", "აეტი", "სამტრედია".

საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალი და ყველა სხვა ეტაპი 2013 წელს გაიმართება. ევროტურნირების მონაწილეები - "ზესტაფონი", "დილა", "მეტალურგი" და "ტორპედო" გათამაშებაში მერვედფინალიდან
ჩაერთვებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული