დუდუ დადიანის მემორიალი: "ქუთაისმა" "რუსთავს" სძლია

AutoSharing Option
2012 წლის დუდუ დადიანის მემორიალის პირველი დღის დასკვნითი მატჩი, "ქუთაისსა" და "რუსთავს" შორის საინტერესოდ წარიმართა.

გამარჯვებულის ვინაობა თამაშის ბოლო წუთებამდე გაურკვეველი იყო. პირველი ორი პერიოდი "რუსთავმა" მოიგო, თუმცა ქუთათურებმა შეძლეს შეხვედრის მეორე ტაიმის თავიანთ სასარგებლოდ შემობრუნება და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს - 65:62.

ორმაგი დუბლით, 17 ქულითა და 10 მოხსნით იმერლებს გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა. ეროვნული ნაკრების წევრის, რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე კი 15 ქულაა.

"რუსთავის" მხრიდან ყველაზე მეტი, 15 ქულა, წელს დამატებულმა ლეგიონერმა, ნეიტ ბოუიმ მოაგროვა.

დადიანის მემორიალის მორიგი თამაშები 13 ოქტომბერს
საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული