თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრა 17 საათზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.
მოკლედ, "ზესტაფონი" და "დილა" დაეჯახებიან ერთმანეთს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის საპრიზო ფონდისთვის 50 000 ლარი გამოყო - გამარჯვებული 30 000 ლარს მიიღებს, დამარცხებული - 20 000 ლარს.
მატჩის წინა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორივე გუნდმა ივარჯიშა. მოედანზე ჯერ გორის "დილა" გავიდა. ვარჯიში დახურული იყო, ჟურნალისტებს ბოლო 15 წუთით გაუღეს კარი. შემდეგ
ვალდას ივანაუსკასი, "დილას" მთავარი მწვრთნელი:
- ყველას მოენატრა ფეხბურთი. დიდი პაუზა იყო და სეზონი სუპერთასით განახლდება.
მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ორივე გუნდისთვის ეს პირველი ოფიციალური შეხვედრაა და ამ მატჩისთვის მეტოქეები თანაბარ პირობებში არიან.
ალბათ, ყველა ინტერესით ელის ამ შეხვედრას.
- მეტოქეზე რას იტყოდით, რა ინფორმაცია გაქვთ "ზესტაფონზე"?
- თურქეთში ორივე გუნდმა ერთად ვიმგზავრეთ, სავარჯიშო ფორმაც ერთი ფერის, ლურჯი გვაქვს.
მეტოქეზე ვიცით ის, რომ მწვრთნელი საკუთარი კონცეფციით მივიდა გუნდში და ფეხბურთელებიც ამის მიხედვით შეარჩია.
- "დილას" ვარჯიში რატომ იყო დახურული?
- ერთი-ორი დახურული ვარჯიში ნორმალური რამეა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს საკუთარი ბაზა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დილა VS ზესტაფონი - სეზონი სუპერთასის მატჩით განახლდება!