"ზესტაფონი" საქართველოს სუპერთასის მფლობელია

AutoSharing Option
22 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართა.

ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. 

შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა. გუნდებმა ვერც დამატებით ტაიმებში შეძლეს ანგარიშის გახსნა. პენალტების სერიაში კი "ზესტაფონმა" გაიმარჯვა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ თავთავიანთი დარტყმები გორელთაგან დავით კვირკველიამ და ლეონარდო რამოსმა გააცუდეს.

საქართველოს სუპერთასი
დილა-ზესტაფონი 0:0 (0:0) (პ. 2:4)
გოლები (პ): გვალია, მოდებაძე - ბაბუნაშვილი, ღონღაძე, იელიჩი, გორგიაშვილი
გაფრთხილება: ბენაშვილი (38), პეტკოვი (50), მაისურაძე (50), ორიოლი (90), გვალია (90), სამუშია
(107)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

დილა: ბექა შეყრილაძე, კახაბერ ალადაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (კაპ.), ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, ირაკლი მაისურაძე ,გიორგი კახელიშვილი, ლეონარდო რამოსი, ნათან ჟუნიორი (მოდებაძე 79)
მწვრთნელი:ვალდას ივანაუსკასი

ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ორიოლ ლოსანო ფარანი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, ალექს ბენაშვილი (დემელი 66), იგორ იელიჩი, დიმიტარ პეტკოვი (ბაბუნაშვილი 107), თორნიკე გორგიაშვილი, თორნიკე აფციაური (კაპ.) (სამუშია 82), ლევან კუტალია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 3 /
მემაყებით ზესტაფონლებოოოოოოო
lali
19:34 23-02-2013
0
სულ გამარჯვებით გევლოთ!
guja_kakhadze
02:34 23-02-2013
0

სიახლეები პოპულარული