შეგახსენებთ, მეოთხედფინალში თამაშის უფლება შემდეგმა კლუბებმა მოიპოვეს:
დინამო (თბილისი)
დილა (გორი)
ტორპედო (ქუთაისი)
ჩიხურა (საჩხერე)
მეტალურგი (რუსთავი)
სიონი (ბოლნისი)
გურია (ლანჩხუთი)
სპარტაკი (ცხინვალი)
როგორც ხედავთ, მეოთხედფინალს ექვსმა უმაღლესლიგელმა და ორმა პირველლიგელმა უწია. ამ ეტაპიდან წილისყრა ყოველგვარი განთესვის გარეშე გაიმართება, რაც დამაინტრიგებელი წყვილების ხილვის შანსს ერთიორად ზრდის.
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 13 მარტს, ხოლო საპასუხოები 10 აპრილს ჩატარდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"