გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო

AutoSharing Option
10 აპრილს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალურ მატჩში ბოლნისის "სიონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, რომელიც ნეიტრალურ მოედანზე - სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მიმდინარეობდა, სამწუხარო ინციდენტი მოხდა.

მატჩის მიწურულს, ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, ქუთაისელთა ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი მოედნის დამცავ ღობეს შეეჯახა და გონება დაკარგა.

ფეხბურთელი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს. გიორგის ოპერაცია იმ ღამესვე გაუკეთეს. ოპერაციამ კარგად ჩაიარა და საბედნიეროდ, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია.

"ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა მომხდართან დაკავშირებით
კომენტარი გააკეთა:

"ღმერთის წყალობით გადავრჩით... ოპერაციამ კარგად ჩაიარა და რეანიმაციიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მდგომარეობა სტაბილურია და დღეს უკვე კიდურების ამოძრავება შეძლო.

რეაბილიტაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახლა მთავარია, რომ გამოჯანმრთელების პროცესი კარგად წარიმართოს.

სამწუხაროდ, მე თამაშზე არ ვყოფილვარ და მხოლოდ მონაყოლი ვიცი. ეს ერთადერთი თამაში იყო, სადაც არ ვიყავი და... მოკლედ, როგორც ამიხსნეს, ორთაბრძოლის ეპიზოდი იყო და ამის შემდეგ გადავარდა გიორგი და შეეჯახა დამცავი მესერის ბოძს".

ასევე იხილეთ:
გიორგი ონიანის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი ლადო ბურდულმა გააკეთა
გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა
სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული