გიორგი ონიანის დაშავების კადრები გავრცელდა [VIDEO]

AutoSharing Option
ინტერნეტში ქუთაისის "ტორპედოს" მცველის, გიორგი ონიანის დაშავების კადრები გავრცელდა.

10 აპრილს, ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართულ საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და ქუთაისის "ტორპედო" ხვდებოდნენ, ონიანმა მძიმე ტრავმა მიიღო.

მატჩის დამატებულ მე-4 წუთზე ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა ბოლომდე იბრძოლა, ბურთი კუთხურზე რომ არ გადასულიყო და მოედნიდან ორიოდე მეტრის მოშორებით რკინის ბოძს შეეჯახა.

VideoSportall.Ge
გიორგი ონიანის უმძიმესი ტრავმა


ექიმებმა ონიანს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სასწრაფოდ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (ე.წ. არამიანცი) გააქანეს. მას მძიმე დიაგნოზი
დაუსვეს - კისრის მე-4 და მე-5 მალების მოტეხილობა.

საბედნიეროდ, დაზიანებული არ აღმოჩნდა ზურგის ტვინი.

გიორგის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ ონიანი ვეღარ ითამაშებდა, გამოირიცხა.

ასევე იხილეთ:
რამდენადაა დაცული ჩვენს სტადიონებზე უსაფრთხოების ნორმები?
ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს
გიორგი ონიანმა ოპერაციის შემდეგ კიდურების ამოძრავება შეძლო
გიორგი ონიანის ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი ლადო ბურდულმა გააკეთა
გიორგი ონიანს კისრის მალის მოტეხილობა დაუდგინდა
სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთმა კარგად ამყოფოს. მაინტერესებს რა კომენტარს გააკეთებს სჭინავა. ეგ და არველაძე არ გაიძახის სტადიონები გვაქვსო და უმაღლეს ლიგაში უფრო მეტი გუნდი უნდა თამაშობდესო.
levani
21:53 12-04-2013
0
ნეტა მართლა რა უნდა თქვან ფედერაციაში.მაგ ფაქტის მერე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს?როგორ შეიძლება ფეხბურთელი თამაშის დროს რკინის ბოძს ეჯახებოდეს?!ეს ხო ელემენტარულია რომ იქ რაღაც დამცავი უნდა იყოს ან გარკვეული მანძილი რო ღობეს არ შეასკდეს კაცი თამაშის დროს.რაღაზეა ლაპარაკი ტო?!
mtvare
00:16 13-04-2013
0

სიახლეები პოპულარული