საქართველოს თასი: "მეტალურგმა" "დინამო" დაამარცხა, "ჩიხურამ" - "სიონი"

AutoSharing Option
23 აპრილს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.

რუსთავის "მეტალურგმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და პირველ ტაიმში გაშვებული გოლის მიუხედავად, მატჩის ბედის შემოტრიალება შეძლო.

ანგარიში უკვე შეხვედრის 22-ე წუთზე ჯაბა დვალმა გახსნა, თუმცა გიორგი ყიფიანის გუნდი ამან ვერ გატეხა. მასპინძლებმა გათანაბრება 67-ე წუთზე რომან ახალკაცის გოლით შეძლეს, 84-ე წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დავით საჯაიამ დააფიქსირა - 2:1.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვება იზეიმა საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც ივანწმინდას სტადიონზე ბოლნისის "სიონს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი პირველივე
ტაიმში დავით ოდიკაძემ (პენ.) და გიორგი რეხვიაშვილმა გამოიჩინეს.

საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები 8 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რას ჰგავს ეს დინამო ,,,გაბანცება გველის ევროპასი
reso
10:23 24-04-2013
0
დინამო გაემზადე, გორში ჩამოდიხარ, გორი ზესტაფონი არ გეგონოს.
vaxo
08:33 24-04-2013
0

სიახლეები პოპულარული