გიორგი ყიფიანი: ჩემპიონობის შემდეგ "დინამო" ჩვენთან უფრო ლაღად ითამაშებს

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში, თბილისის "დინამო" საკუთარ არენაზე რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი რუსთაველებმა 2:1 მოიგეს და ამდენად, დაძაბული საპასუხო მატჩი გველის.

თამაშის წინ "მეტალურგის" ერთ-ერთი მოთამაშის კომენტარი გვსურდა, თუმცა რუსთაველებმა ამჯერად დუმილი ამჯობინეს, კომენტარი კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა გააკეთა.

Sportall.Ge

- "ვიტ ჯორჯიასთან" მოთამაშეთა ნაწილი დაასვენეთ, მაგრამ ყველა ჯანმრთელად არის?
- პრობლემები მხოლოდ გიორგი მიქაბერიძესა და ლევან კორღალიძეს აქვთ. მათ ტრავმები ჯერ ბოლომდე არ მოურჩენიათ, სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობენ და სწორედ ეს უნდა გადავწყვიტოთ, შევძლებთ
თუ არა მათ გამოყენებას.

- "დინამო" ჩემპიონი გახდა, მოთამაშეები ეიფორიაში არიან და ამ განწყობის სათქვენოდ გამოყენებას შეძლებთ?
- "დინამოს" მოთამაშეები პროფესიონალები არიან და რაც ვიცი, ჩვეულებრივი რეჟიმით ვარჯიშობენ. მეორეც - ჩემპიონობის მოპოვებით მათ ფსიქოლოგიური წნეხიც მოეხსნათ და ასეთ დროს კი არ მოეშვებიან, პირიქით, უკეთესად თამაშობენ ხოლმე.

ასე რომ, არა მგონია, თბილისელთა ჩემპიონობა საჩვენო ფაქტორად გამოდგეს.

მთავარია, ჩვენ თავად როგორ მოვემზადებით მატჩისთვის და რამდენად შევძლებთ საუკეთესო თვისებების გამოვლენას.

ჩვენი მოთამაშეების მიდგომით კი კმაყოფილი ვარ, მაგრამ მატჩის შემდეგ გვეცოდინება, აქედან რა გამოგვივა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მეტალურგი-დინამო თბ 2:1 - ერთადერთი გზა ევროტურნირებისკენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული