მერანი-სამტრედია 0:0 - დამსახურებული მერვედფინალი

AutoSharing Option
პირველი მატჩიდან გამომდინარე, წყვილის უდავო ფავორიტად "მერანი" მიიჩნეოდა. პროგნოზი გამართლდა და შემდგომ ეტაპზე, სრულიად სამართლიანად, მარტვილელები გავიდნენ.

სხვათა შორის, ეს გუნდები შარშანაც გადაეყარნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება იმერლებს ხვდათ წილად.

შეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში და, ფაქტობრივად, რეალური მომენტების გარეშე წარიმართა. როგორც ჩანს, მერანელები ფრეზეც ყაბულს იყვნენ, სამტრედიელებს კი გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ.

პირველლიგელებმა აქცენტი თავიდანვე შორეულ დარტყმებზე გააკეთეს, თუმცა მამია ჟვანიასა და ლაშა ჩალაძის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

Sportall.Geტაიმის შუაწელისკენ მერანელებმა თითქოსდა ხარისხი გამოასწორეს. მათ ზედიზედ ორჯერ მიეცათ დაწინაურების
შანსი: პირველად, როცა ბაბუნაშვილი-კუჭუხიძე-გეგეჭკორის კომბინაციას შულაია აგვირგვინებდა, თუმცა ეს უზუსტოდ მოუვიდა.

მოგვიანებით იყო ეპიზოდი, როცა იმავე შულაიას შესანიშნავი სოლო-რეიდის შემდეგ კუჭუხიძეს შეეძლო გატანა, თუმცა მიზანმა მასაც უმტყუნა.

იყო იმედი, რომ მეორე ნახევარში უკეთეს ფეხბურთს ვიხილავდით, მაგრამ ასე არ მოხდა. თამაშის ტემპი კვლავ საშუალოზე დაბალი იყო, დასამახსოვრებელი მომენტები, ფაქტობრივად, არ ყოფილა.

მატჩის გმირობა შეცვლაზე შესულ ავთანდილ ბეგაშვილს შეეძლო ეტვირთა. ის ორჯერ დაემუქრა ჯონი შეროზიას კარს.

პირველ შემთხვევაში "მერანის" მეკარემ ითამაშა დამაჯერებლად, შემდეგ კი კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ძელს მოხვდა...

დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ კუჭუხიძის შორეულ დარტყმას არ ჩავთვლით, რომელიც მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ ნულოვანმა ფრემ მერვედფინალში "მერანი" გაიყვანა.

საქართველოს თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები
გაგრა-მეტალურგი 1:1 (0:2)
სქური-შუქურა 1:2 (პ. მ. 0:1)
საპოვნელა-გურია 2:3 (1:5)
ლოკომოტივი-ალგეთი 3:1 (2:1)
სტუ-სიონი 2:5 (1:6)
მერცხალი-დინამო (ბთ) 1:3 (0:6)
კოლხეთი (ფ)-სამგურალი 1:0 (2:1)
კოლხეთი (ხ)-ზუგდიდი 2:1 დ.დ. (1:1)
ზესტაფონი-სულორი 5:0 (5:0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული