ზესტაფონი-სიონი 0:1 - ახალი მწვრთნელით მეოთხედფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
საპასუხო მერვედფინალების წინათქმაში ვივარაუდეთ, რომ საქართველოს თასის გათამაშების ამ ეტაპზე გარკვეული სიურპრიზები გველოდა. ასეც მოხდა - ასპარეზობას გამოეთიშა "ზესტაფონი", ქუთაისის "ტორპედოს" კი უმაღლესი ლიგის აუტსაიდერ "სპარტაკთან" ჭიდილში პენალტების სერია დასჭირდა მეოთხედფინალში გასასვლელად.

...ისე როგორ უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპზე პირველი ლიგის წარმომადგენელიც არ გვეხილა?

ეს პატივი წილად ერგო ქობულეთის "შუქურას", რომელიც უმაღლესი ლიგის შვიდ გუნდთან (თბილისის "დინამო", "ტორპედო", "ჩიხურა", "დილა", "მეტალურგი", "მერანი", "სიონი") ერთად დაელოდება საქართველოს თასის მეოთხედფინალის წილისყრას.

ამ ეტაპის პირველი მატჩები კი, კალენდრის თანახმად, 2014 წლის 26 თებერვალს უნდა
გაიმართოს...

* * *
ამ გუნდების პირველი მერვედფინალური შეხვედრის შედეგიდან (თბილისში გამართული მატჩი "სიონმა" 1:0 მოიგო) გამომდინარე, საინტერესო და დაძაბული მატჩის მოლოდინი იყო.

საამისოდ, ფეხბურთელებს მზიანი ამინდი და ხავერდივით მოედანიც უწყობდათ ხელს, მაგრამ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მატჩი საკმაოდ უფერული გამოდგა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

განსაკუთრებით ცუდი სანახავი იყო პირველი ტაიმი - ნელი ტემპი, ძალიან ცოტა სახიფათო და დასამახსოვრებელი ეპიზოდი...

Sportall.Geზესტაფონელები, რომელთაც აუცილებლად მართებდათ გოლის გატანა, უაზროდ და ქაოტურად უტევდნენ. რატკო დოსტანიჩის გუნდს აშკარად აკლდა მთავარი გოლეადორი ირაკლი ქობალია.

მის არყოფნაში იმერლებმა ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ითამაშეს - ლომიას ფლანგებიდან სამუშია და კუტალია ეხმარებოდნენ, თუმცა ურთიერთგაგება დარღვეული იყო და მათ შეტევებს ბოლნისელთა გამოცდილი უკანახაზელები იოლად უმკლავდებოდნენ.

"სიონს" კი, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ლოლაძე ხელმძღვანელობდა, აქცენტი კონტრშეტევებსა და "სტანდარტულების" მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე ჰქონდა გაკეთებული.

ბოლნისელები საკმაოდ ჭკვიანურად გადადიოდნენ დაცვიდან იერიშზე და პირველ ტაიმში სამი საგოლე მომენტიც ჰქონდათ - ჯერ იყო და, უგრეხელიძემ კუთხურის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, მერე პარუნაშვილის სახიფათო დარტყმა გადაევლო ხარიხას, ტაიმის მიწურულს კი იმავე პარუნაშვილის დარტყმის შემდეგ ზესტაფონელები გოლისგან მეკარე კვასხვაძემ იხსნა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში მასპინძლები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - სტუმართა მორიგი "სტანდარტულისას" ზესტაფონელებმა საჯარიმოდან ბურთის ხეირიანად მოგერიება ვერ მოახერხეს და კახელიშვილმა ის მეკარის ბაქანთან შეაბრუნა, სადაც კვასხვაძემ და რენე ფერეირამ შეუთანხმებლად ითამაშეს, გიორგი ბიბილეიშვილმა კი ამით ისარგებლა და ბოლნისელები წინ გაიყვანა.

ორი მატჩის ჯამში "სიონი" უკვე 2:0-ს იგებდა...

უცნაური იყო, რომ ამის შემდეგაც დოსტანიჩის გუნდი კვლავ დუნედ მოქმედებდა. რა თქმა უნდა, ტემპის დაგდებას ბოლნისელებიც უწყობდნენ ხელს, მაგრამ როგორც კი ბურთს მოიხელთებდნენ, სწრაფადვე გადადიოდნენ კონტრშეტევებზე.

გამოსარჩევია კახელიშვილის, გოგობერიშვილისა და პარუნაშვილის აქტიურობა.

სიტუაციის გამოსასწორებლად, ზესტაფონელთა თავკაცმა ორმაგ ცვლილებას მიმართა - სამუშიასა და ჭანტურიშვილის ნაცვლად, მოედანზე ფორვარდები - მიხეილ სარდალიშვილი და ოთარ კვერნაძე შეიყვანა.

მასპინძლებმა შეტევები გაამწვავეს და ბოლნისელთა მეკარე მირზა მერლანს თედორე გრიგალაშვილისგან ურთულესი ბურთის აღებაც მოუხდა...

მაგრამ ეს იყო და ეს. ეტყობოდა, რომ "ზესტაფონი" მარცხს ადრევე შეეგუა, ბოლნისელებმა კი ახალ მწვრთნელს შესანიშნავი დებიუტი მოუწყვეს.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
დინამო-კოლხეთი (ხობი) 6:0 - ვუო და სხვები [VIDEO]
სპარტაკი-ტორპედო 2:2 - ოჰ, ეს ყისმათი! [VIDEO]
დინამო (ბთ)-დილა 2:1 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-შუქურა 2:1 - საგზური ზღაპარში
მერანი-გურია 1:1 - ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ
ჩიხურა-ლოკომოტივი 4:0 (1:3)
კოლხეთი (ფ)-მეტალურგი 1:3 (0:2)


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული