ბოლნისის "სიონი" მოედანზე უკრაინის დროშით გამოვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
22 თებერვალს, ბოლნისის "სიონისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩშის დაწყების წინ ბოლნისელმა ფეხბურთელებმა მოედანზე საქართველოს დროშასთან ერთად, უკრაინის დროშაც გამოიტანეს.

ფეხბურთელებმა უკრაინის დროშა კიევში განვითარებული მოვლენებისადმი სოლიდარობის ნიშნად გამოიტანეს.

საჩხერის "ჩიხურა" და ბოლნისის "სიონი" დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალურ მატჩში უპირისპირდებიან ერთმანეთს. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს საქართველოს თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩები იმართება - "სიონი"-"ჩიხურას" შეხვედრის გარდა, რუსთავის "მეტალურგი" - თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, ქობულეთის "შუქურა" - მარტვილის "მერანს",  ქუთაისის "ტორპედო" კი -
გორის "დილას".

ასევე იხილეთ:

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. I მატჩების წინათქმა: სათასო დასაწყისი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული