შუქურა VS დინამო (თბ) - გამოკვეთილი ფავორიტი

AutoSharing Option
საქართველოს თასის პირველი მერვედფინალური მატჩებიდან ერთადერთი შემორჩენილი დაპირისპირება დღეს, 18 ნოემბერს, ქობულეთში გაიმართება, სადაც ადგილობრივმა "შუქურამ" თასის მოქმედ მფლობელს, "დინამო თბილისს" უნდა უმასპინძლოს.

18.11. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
შუქურა VS დინამო (თბ)

იმის მიუხედავად, რომ თასის გათამაშებაში სიურპრიზები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაინც შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ: ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და კახა გოგიჩაიშვილის მიერ დამოძღვრილი "დინამოც" ყველაფერს იღონებს ამ საპატიო პრიზის ზედიზედ მესამედ მოსაპოვებლად.

...დღევანდელი მეტოქეები ამ სეზონში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს: XXVI ჩემპიონატის V ტურში, მანამდე დაუმარცხებელი "შუქურა" თბილისს ეწვია და
დიდი ანგარიშით (0:6) წააგო.

ვნახოთ, რამდენად შეძლებს ქობულეთური გუნდი თავისი ახალი თავკაცის, უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით ასეთ ძლიერ მეტოქესთან მეტ-ნაკლებად ღირსეულად პაექრობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული