თბილისის "დინამომ" გორის "დილას" მოუგო და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
9 მარტს, საქართველოს თასის გათამაშების 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებენ. ესენია: თბილისის "დინამო", "სამტრედია", საჩხერის "ჩიხურა" და "ცხინვალი".

დღის ბოლო და მთავარი შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" შედგა, სადაც "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, გორში გამართული ამ გუნდების პირველი დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

დაძაბული და საინტერესო მატჩი გაიმართა ქუთაისში, სადაც "ტორპედომ" "სამტრედიას" უმასპინძლა. ქუთათურებმა, რომლებსაც სტუმრად გამართულ
პირველ მატჩში ანგარიშით 1:2 ჰქონდათ წაგებული, სამტრედიელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხეს - საბოლოოდ 0:0.

დამაჯერებლად ჩაატარეს საპასუხო მატჩები საჩხერის "ჩიხურამ" და "ცხინვალმა".

"ჩიხურამ" ივანწმინდაში რუსთავის "მეტალურგს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-6 წუთზე თორნიკე მუმლაძემ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ევგენი ტროიანოვსკიმ (44-ე წუთი) გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში დენის დობროვოლსკიმ 59-ე წუთზე დააფიქსირა - 3:0.

"ვიტ ჯორჯიასა" და "ცხინვალის" საპასუხო დაპირისპირებაც, პირველის მსგავსად, უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა (პირველი მატჩი 4:5, "ვიტ ჯორჯიას" სასარგებლოდ).

"მცხეთა პარკზე" გამართულ მატჩში დუბლი რატი ცაცკრიალაშვილმა შეასრულა (23-ე, 56-ე წუთები), თითო კი ბიძინა მახარობლიძემ (50) და ირაკლი ლექვთაძემ (70) გაიტანეს. "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა - 83-ე წუთზე ირაკლი ღიბრაძემ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები დინამოს ერთს ვიტყვი დინამო დინამოს გაიძახით ტქვენ თავს რო ათყუებთ დინამო გავაო ჩეპიოთა ლიგაშიო და ილუზიებს რო იქმნით მეც მიდა ძალიან რო გავიდეს ჩეპიონთა ლიგაში ხმერთმა ქნას ეგრე არამგონია ჯერ აქ ვერ უგებენ საჩხერეს და ცხინვალს და რა იმედი გაქვთ დინამოსი ნუ ხართ ყველა გადაყოლილი დინამოს დინამო პირველრიგში აიწიოს ჩჰეპიონატის დონემ საქარტველოში ტამაშის ტეპრიც დამალია დზალიან უდა გაკეთდეს მოედნები ფეხბურტელებს უდა ქოდეს კარგი პირობები ესე ტუ არ იქნება მაშინ ვტკეპნოტ ერტი ადგილი უკან უკან წავალთ აზერბაჯანის ჩეპიონათი ბევრათ გვჯობია რატომ რატო და იმიტრომ რო ფულს დებენ ფული ტუ არ ჩადე ფეხბურთში მასჰინ ეგრე სადა ყიფიანის დაპირება სად წავიდა 100მილონს ჩქავდებო ამათ სიტყვა არის პოლიტიკური ქულებს იწერენ ამით ქარტველებო მოგიწოდებთ ყველა დავდგეტ ფეხზე ჩავატაროტ აქციები ვაიძულოტ ხელისფულება გაკეტოს რამე ტორე ფეხბურტი მიდის უკან და გული მისკდება ამაზე არველაძები უდა მოშჰორდეს ქარტულ ფეხბურთს რამდენი წელიწადია ფედერაციაში არის და არაფერი არ გაუკეტებიათ
irakli
20:14 09-03-2015
0
დინამო მაინც ჩმორი გუნდი არის და იქნება
merabi
22:28 09-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული