გია გეგუჩაძე: მადლობა მათ, ვინც "დინამო" ფინალამდე მოიყვანა!

AutoSharing Option
ფოტოზე: რომან ფიფია და გია გეგუჩაძე
26 მაისს გამართული საქართველოს თასის ფინალის შემდეგ, პრესკონფერენციაზე "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი ზაზა ზამთარაძე არ გამოცხადდა. ამიტომ ჟურნალისტთა კითხვებს მხოლოდ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ უპასუხა.

"ჩემთვის თასის მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ისეთი კაცის სახელს ატარებს, რომელსაც მეც და მთელი საქართველოც უდიდეს პატივს ვცემთ.

არადამახასიათებელი ფინალი იყო. მიმაჩნია, რომ გადამწყვეტი როლი მესამე გოლმა ითამაშა. "სამტრედია" საკმაოდ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია.

დღეს იღბალი აშკარად ჩვენს მხარეზე
იყო, თუმცა, იღბალთან ერთად, ბიჭებმაც ძალიან მოინდომეს და კარგად ითამაშეს. მათ გარჯასა და კარგ ფეხბურთს არ დავუკარგავ.

აქვე ვიტყვი - დღევანდელი ფინალისთვის გუნდი ჩვენ მოვამზადეთ, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებმაც "დინამო" ფინალამდე მოიყვანეს, მადლობას გადავუხდი და შრომას დავუფასებ", - თქვა გეგუჩაძემ.

თბილისელთა ახალ დამრიგებელს ჰკითხეს, რაკი ბოლო 2 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანეთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მოღონიერება სხვა პოზიციებზე გჭირდებათო:

"გუნდში მოსვლიდან მხოლოდ ორი თამაში ჩავატარეთ და ჯერ არ შემიძლია თქმა, გაძლიერება რომელ რგოლში უფრო გვჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული