საპოვნელა-ჩიხურა 0:2 - ბედის ირონია

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ბედის ირონიაა, აბა რა - "საპოვნელა" მხოლოდ იმიტომ იყო ნომინალური მასპინძელი, რომ კულუარული ინფორმაციით, მაინც არ ვარაუდობდა შემდგომ სათასო ეტაპზე გასვლას და შესაფერისი საკუთარი ბაზის არმქონემ მოედნის საქირაო თანხები დაზოგა.

ეტყობა, ამ გარემოებების გამო სათანადოდ არც საჩხერელებმა შეაფასეს მოწინააღმდეგე, რის შედეგადაც საკმაო ხანს ინერვიულეს და რომ არა კუპატაძის თავგანწირული ნახტომით კუთხურზე მოგერიებული ბურთი, 22-ე წუთზე დაისჯებოდნენ კიდეც, ორივე გუნდიდან საუკეთესო ბუხაიძის მიერ ოსტატურად შესრულებული ჯარიმის შემდეგ.

მანამდე, თერჯოლელები მთელი 14 წუთის განმავლობაში ორგანიზებულად იცავდნენ თავს და გამუდმებით ტოვებდნენ
თამაშგარე მდგომარეობაში "ჩიხურას" შემტევებს. ოღონდ ეგაა, თუ ზედმიწევნით ზუსტად არ გაქვს დამუშავებული ეს საფეხბურთო კომპონენტი, მისი რეგულარულად გამოყენება ერთობ სარისკოა.

ასეც მოხდა: მე-15 წუთზე კოკამ წყალი აღარ მოიტანა - სარდალიშვილი გავიდა გასატან პოზიციაზე და საკვირველია, როგორ ააცილა ცარიელ კარს.

მე-20 წუთზე უკვე ჩიკვაიძე აღმოჩნდა ანალოგიურ მდგომარეობაში და დარტყმის მაგიერ ისე ზუსტად უპასა სარდალიშვილს, რომ ამ უკანასკნელს გატანის მეტი აღარაფერი დარჩენოდა - 0:1.

26-ე წუთზე იმავე სარდალიშვილმა ორჯერ ვერ იხეირა, ერთხელაც - ჯოხაძემ. ტაიმის დამთავრებამდე ორივე კარისკენ კი მიდიოდა ბურთები, მაგრამ კარში - არცერთხელ.

მეორე ტაიმში სრულიად გარდაქმნილი "მასპინძელი" ვიხილეთ. "საპოვნელა" ისე კრეატიულად და გააზრებულად მოქმედებდა, "სტუმრებს" მეორე ნომრად თამაშს აიძულებდა, თუმცა ეს აქტიურობა ვერა და ვერ გარდასახეს გოლად. პირიქით, შეიძლებოდა მეორეც გაეშვათ, რომ არა ჭანკოტაძის უძლიერესი დარტყმის საპასუხოდ მეკარე გიორგაძის აკრობატული ნახტომი.

68-ე წუთზე ბუხაიძემ ერთხელაც აიძულა კუპატაძე, კუთხურზე მოეგერიებინა ყუმბარისებური დარტყმა.

თამაშგარე მდგომარეობის წესის გამოყენების არ იყოს, შეტევაშიც ზედმეტად გაერთნენ თერჯოლელები, რამაც დაცვის მოშიშვლება განაპირობა და 89-ე წუთზე ჭანკოტაძემ, სარდალიშვილის კარგი პასით, წერტილი დაუსვა შეხვედრას.

საპასუხო შეხვედრაში "ჩიხურა" უკვე ნამდვილი მასპინძელი იქნება და... მაინც ნუ ვიმკითხავებთ, გარანტირებული აქვს თუ არა თასისკენ წინსვლა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
16.09. ივანწმინდა
საპოვნელა-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 სარდალიშვილი (20. ჩიკვაიძის პასით), 0:2 ჭანკოტაძე (80. სარდალიშვილის პასით)
საპოვნელა: გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი, შალამბერიძე, ბანძელაძე, მურადაშვილი (46. ტყეშელაშვილი), ბუხაიძე, ცქიფურიშვილი (70. ამბროლაძე), ბერუაშვილი, ალავიძე, ენდელაძე, მაკარიძე (46. შუღლაძე).
სათადარიგოები: კახეთელიძე, ბუცხრიკიძე, აბესაძე, თავაძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
ჩიხურა: კუპატაძე, გრიგალაშვილი, კუსიანი, განუგრავა, მუმლაძე (59. კუჭუხიძე), ჭეჭელაშვილი (46. ჭანკოტაძე), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ჯოხაძე (46. კორიფაძე).
სათადარიგოები: მწყერაშვილი, მეგრელიშვილი, კაკაშვილი, დეკანოიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: კუსიანი (60), ჩიკვაიძე (72)
არბიტრი: პ. მაჭარაძე

სხვა მატჩები
თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ჯიღაური (39. იაშვილის პასით)

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-ლიახვი (ცხ) 3:0
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (32), 2:0 რაჟამაშვილი (48), 3:0 მარკოზაშვილი (90).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-ზუგდიდი 1:2
გოლი: 0:1 ბულია (32) 1:1 მოდებაძე (58), 1:2 თუთბერიძე (90).

მცხეთა. მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2
გოლები: 0:1 თევდორაძე (10), 1:1 კახაბრიშვილი (13), 2:1 ხაბელაშვილი (57), 3:1 ლებანიძე (63), 3:2 ლუის ალბერტო (78).

ჭიათურა. თემურ მაღრაძე
ჭიათურა-ტორპედო 0:1 [VIDEO]
გოლი: 0:1 კირკიტაძე (73).

ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე
გურია-სიონი 0:2
გოლები: 0:1 მიქაბერიძე (15), 0:2 მანჯგალაძე (90).

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ცხინვალი 3:1
გოლები: 0:1 ლექვთაძე (2), 1:1 ჩალაძე (27), 2:1 გუგუჩია (60), 3:1 ჩელებაძე (71).

საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სხვატაშორის სასიამოვნო იყო ახალგაზრდა მსაჯების ხილვაც,რომლებიც ზალიან დამაჯერებლად მოქმედებდნენ რაც კარგია ზოგადად ახალი სახე სუფთა ხელებით!ჩიხურა საპოვნელაზე მაქვს საუბარი,
profi
21:15 18-09-2015
0
ამ ფედერაციის და მისი თაოსნის ...(უკვე ყოფილის), აფხაზეთს რო ქვეყანად აღიარებს და ფეხზე იკიდებს ყველაფერს რაზეც ამდენი ხანი ჩვენი დაბეჩავებული პოლიტიკა იღწვის, 50 ათას ლარად დააჯარიმეს თერჯოლა სტადიონის ლიცენზიის არქონის გამო როცა ეს თანხა მთლიანად მოაგვარიბდა იმ პრობლემებს რაზეც ლიცენზია არ მისცეს. როცა დაისვა საკითხი აამ თანხით პრობლემების მოგვარებაზე შემოუთვალეს ფედერაციიდან ტყუილად ნუ წვალობთ მაინც გინახავთ რამე პრობლემასო... აბა ჰქონოდა ხმის უფლება ,,საპოვნელას" თუ ამდენს გაუბედავდნენ. თვითონ მიხედავდნენ სტადიონს და იქეთ იტყოდნენ მადლობას....
irakli apkhaidze
13:41 17-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული