სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გუნდები წინასაფინალოდ 17 მაისს ივარჯიშებენ. ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მოედანი ჯერ (19 საათზე) "დინამოს" დაეთმობა, 20 საათზე კი - "სიონს". 19:45 საათზე გუნდების მწვრთნელები, იურაი იარაბეკი და არმაზ ჯელაძე მატჩისწინა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ მატჩისთვის გულშემატკივრებიც ემზადებიან. ცხადია, ქუთაისისკენ "დინამოს" ყველა ნამდვილი გულშემატკივარი დაიძვრება. შევიტყვეთ ასევე ისიც, რომ ბოლნისის
გარდა ამისა, ფინალის თბილისიდან ქუთაისში გადატანამ დასავლეთ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია და იმედია, მატჩს არანაკლები მაყურებელი ეყოლება, ვიდრე 2003 წელს ამავე გუნდების ფინალურ დაპირისპირებას, როცა სტადიონზე 23 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აი იყო მეხუთე (გორი) ან მერვე (სამტრედია) მაგრამ შეგეძლოს პირველობაზე გქონდეს უფლებაც, არგუმენტიც და აკეთო ეს კიდევაც, ეს უკვე სულ სხვა მუღამია და ნაკლებად "გგრუზავს" ჭარბი ამბიციებით და მოსაზრებებით.
პატარების არაჭარბ ამბიციებს გაუმარჯოს!მათი ერა მოდის პატარები იქნებიან ლიდერები და ქვეყნის სახელის დამცველები.