საქართველოს თასის ფინალი 22 ნოემბერს გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა 22 ნოემბერს ჩატარდება.

30 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

თორმეტმა კლუბმა მერვედფინალის საგზური პირველი ეტაპის დაძლევით მოიპოვა. ოთხი კლუბი კი, რომლებიც საქართველოს ევროთასებზე წარმოადგენდნენ, თასის გათამაშებაში ავტომატურად, მერვედფინალიდან ჩაებმებიან.

გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ლიახვი - ლოკომოტივი
სიონი - კოლხეთი 1913
ბორჯომი - დინამო თბ
კოლხეთი ხობი - ჩიხურა
ოდიში 1919 - ტორპედო
სულორი - გურია
ჩხერიმელა - სამტრედია
მერანი - დილა


მერვედფინალური ეტაპის მატჩები 21 სექტემბერს ჩატარდება.
მეოთხედფინალის შეხვედრები 19 ოქტომბერს გაიმართება, ნახევარფინალი კი, 2 ნოემბერს შედგება. შეგახსენებთ,რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ყოველი ეტაპი თითო მატჩისგან შედგება.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მინიმუმ 3 უმაღლესლიგელი გავარდება, ისე კი მოლოდინი მაქვს 4 -ის
Jango
17:55 30-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული