დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება და იმ ორი გუნდის ვინაობასაც შევიტყობთ, 22 ნოემბერს ფინალში რომ შეხვდებიან ერთმანეთს. თანაც, ტიტულის გარდა, საქართველოს თასის გამარჯვებული ევროპალიგის საგზურსაც მიიღებს და ესეც დამატებითი სტიმული უნდა იყოს დღევანდელი ნახევარფინალისტებისთვის.
თუმცა, ამ ოთხი ნახევარფინალისტისგან ერთ გუნდს, "ჩიხურას", უკვე გარანტირებული აქვს მომავალ ზაფხულს ევროპის საკლუბო ტურნირებზე გასვლა. ოღონდ ის არის საკითხავი, საჩხერელები ევროპალიგაში ითამაშებენ თუ ჩემპიონთა ლიგაში...
სათასო მატჩების წინ (მით უმეტეს, ნახევარფინალურ ეტაპზე) ყოველთვის უადგილოა ხოლმე
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი
02.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00
მერანი-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: კიჭი მელიავა, ნიკა საბანაძე, ლაშა ჩალაძე (ყველა - "მერანი") - მიხეილ სარდალიშვილი ("ჩიხურა")
02.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00
მერანი-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: კიჭი მელიავა, ნიკა საბანაძე, ლაშა ჩალაძე (ყველა - "მერანი") - მიხეილ სარდალიშვილი ("ჩიხურა")
საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში რამდენჯერმე მომხდარა, როცა პირველი ლიგის გუნდი გასულა ნახევარფინალში; ეგ კი არა, "გაგრამ" სულაც ფინალში ითამაშა და თასიც აიღო! ანუ იმის თქმა გვსურს, რომ დღესდღეობით პირველლიგელი "მერანის" ნახევარფინალში გასვლა დიდ სენსაციად არ უნდა აღვიქვათ.
თუმცა, როგორ შეიძლება ჩვეულებრივ ამბად შეფასდეს თასის ამ გათამაშებაში მარტვილელთა გუნდის მართლაც შთამბეჭდავი სვლა?!. თავად განსაჯეთ: ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის დამოძღვრილმა გუნდმა ნახევარფინალამდე უმაღლესი ლიგის სამი გუნდი ჩამოიცილა გზიდან!
თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი შედეგი მოულოდნელი იმიტომაც არ უნდა ყოფილიყო, რომ შემადგენლობით "მერანი" დღესდღეობით უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს აღემატება! მარტვილელთა გუნდში ხომ გამოცდილი (ზურაბ მამალაძე, სერგი ორბელაძე, გიორგი ციმაკურიძე, ვაჟა ლომაშვილი, რევაზ გეწაძე, შოთა ჯიქია, აკაკი წყაროზია), საშუალო ასაკის (დავით კუპატაძე, ივანე ხაბელაშვილი, ზვიად ქანთარია) და პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელების (აკაკი შულაია, ბენჯამენ ტეიდი, გიორგი გეგია, ანდრო გიორგაძე) მშვენიერი სინთეზია.
თუმცა დღევანდელ ნახევარფინალს "მერანი" სერიოზული საკადრო პრობლემით ხვდება: დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს გუნდის სამი წამყვანი ფეხბურთელი - მარჯვენა მცველი კიჭი მელიავა, მარცხენა ნახევარმცველი ლაშა ჩალაძე და ნიჭიერი ცენტრფორვარდი ნიკა საბანაძე.
კლუბის ისტორიაში მეორედ ხდება, "მერანი" რომ ნახევარფინალში იასპარეზებს. საინტერესოა, რომ პირველ ჯერზეც (2010 წელს) "მერანი" პირველი ლიგის წარმომადგენელი იყო და მარტვილელთა ის წარმატება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება გუნდის იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, მალხაზ ჟვანიას. სხვათა შორის, 6 წლის წინ "მერანი" ახლოს იყო ფინალში გასვლასთან: პირველი მატჩი შინ 1:0 მოუგო "ვიტ ჯორჯიას", მაგრამ საპასუხო შეხვედრაში (რუსთავში რომ გაიმართა) "ვეტერინარებმა" 2:0 იმარჯვეს...
"ჩიხურა" ნელ-ნელა ყალიბდება ჭეშმარიტად "სათასო გუნდად": საჩხერელები ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებენ ნახევარფინალში! თუმცა "ჩიხურას" გამოცდილ (და მართლაც მარადიულ) მთავარ მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს და, საერთოდ, საჩხერელთა გუნდს, აღარ უნდა აკმაყოფილებდეთ ორგზის ფინალისტობა (2013, 2014 წლებში) და სავსებით ლოგიკური და სამართლიანი ამბიციაც უნდა ჰქონდეთ..."დუბლის" შესრულებაზე!
უკვე ყველამ იცის, რომ "ჩიხურამ" უკვე გაინაღდა საჩემპიონო პლეი ოფში თამაში. ჰოდა, ასეთი კვალიფიციური მწვრთნელითა და ერთიმეორეზე კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "ჩიხურას" რეალურად ხელეწიფება, თასის გათამაშებაშიც მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური მიზნებისათვის იბრძოლოს.
თანაც, "ჩიხურაში" ხომ არაერთი ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ფინალიც რომ უთამაშია და თასიც აუღია.
ნახევარფინალამდე ყველაზე რთული მეტოქე "ჩიხურას" მეოთხედფინალში, "სამტრედია" ჰყავდა: დაძაბული მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა და ასე აიღო რევანში საჩხერელთა გუნდმა თასის წინა გათამაშებაში დამარცხების გამო...
გზა ნახევარფინალამდე
მერანი
მერანი-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: შულაია (2)
მერანი-დილა 1:1, პენ 4:3
გოლი: წყაროზია
მერანი-კოლხეთი (ფ) 1:0 დდ
გოლი: შულაია
ჩიხურა
კოლხეთი (ხ)-ჩიხურა 1:3
გოლები: ლობჟანიძე (2), განუგრავა
ჩიხურა-სამტრედია 0:0, პ. 5:3.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"