სენსაცია: "მერანმა" თასის ნახევარფინალში "ჩიხურას" მოუგო

AutoSharing Option
2 ნოემბერს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

პირველლიგელმა "მერანმა" უმაღლესლიგელ საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:0 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

35-ე წუთზე ანგარიში ზვიად ქანთარიამ გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე აკაკი წყაროზიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 90-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ლევან წოწონავამ დაუსვა - 3:0.

მარტვილის "მერანი" თასის ფინალში თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი "დინამო არენაზე" მოგვიანებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფრუიძე უნდა წახვიდე გუნდიდან,დაცვაში რატო აყენებ სუსტ ჩიკვაიძეს და სათადარიგოში გყავს კაკუბავა. გუნდის დირექციავ თქვენც მოდით აზზრზე თორემ მიგაყოლებენ ფრუიძეს დროზე გაუშვით ქუთაისში.
Niko
02 ნოემბერი 2016 19:02
0
ასე თუ ისე, მატჩის ყურებისას ვიღაც გაგუა წერდა რომ - ჩიხურა მერანმა გაავერანაო - და ეს მართლაც ასე იყო, აქვე ტიპი ხუმრობდა, ჩიხურას რომ თავისი მინდვრის საფარი წამოეღო მარტვილში , მაშინ იქნებ მოეგოო (ალბათ მხედველობაში ჰქონდა ის თუ რა საშინელ მინდორზე გამოღლიტეს სამტრედიას საპენალტო სერიამდე მისვლა ფედერაციის დახმარებით საჩხერლებმა)
ასე რომ, ჩიხურამ ის ითაამშა,რაც შეეძლო,მას ეს პირველად არ ემართება , რომ მოულოდნელად აქვს ჩავარდნა.
ვულოცავ მერანს თასის ფინალში გასვლას, ცხადია რომ თასს ტორპედო აიღებს მაგრამ მერანს ჩვენი, ფეხბურთის ქომაგთა პატივისცემა ბრძოლისათვის მერანს.
Jango
02 ნოემბერი 2016 19:00
0
გათანაბრდა... "კლასი"! ))))))))))
onjgoreeeeeeeeeee...
02 ნოემბერი 2016 18:50
0
აკი გარიგებულ თამაშებს ებრძვის ფედერაციაო? სად არის კობიაშვილის რეფორმა? სამარცხვინო არის ეს ყველაფერი.
ლუკა
02 ნოემბერი 2016 18:26
0
გარიგებული ტამასჰი.
ბაჯო
02 ნოემბერი 2016 18:21
0
ჩიხურას ფანი კი ვარ მაგრამ ცუდი ჩემიც მ...ან და სხვისიც...კარგით რა ასე მეგონა გეძინათ ეს ის ჩიხურა არ იყო დინამოს ლოკომოტივს ტორპედოს რო ერთი ამოსუნთქვით მოუგო ეს იყო მორიგებული თამაში
Shio
02 ნოემბერი 2016 17:09
0
ნაკერავზე არა ლარიანზე გახია:)
ქარ
02 ნოემბერი 2016 17:09
0
Sagol ai amas qviaaa gaketebuli tamashiii
lado
02 ნოემბერი 2016 16:24
0
1968 წელს სსრკ–ს თასი მაშინდელმა პირველლიგელმა ლვოვის "კარპატმა" მოიგო
ყოველი შემთხვევისათვის ერთი ფაქტია – საშუალო პირველლიგელმა "მერანმა" ნაკერავზე გახია უმაღლესი ლიგის საჩემპიონო ფინალში(!) გასული გუნდი!
მერაბი გ.
02 ნოემბერი 2016 16:09
0
sensacia ara es ari nayomarebi tamashiii//...... da es araertxel aqvs sachxeres gaketebuliiii... pederaciis adgilze saertod movxsnidi am gunds chempionatidannn... sisulelea martvis imdeni dzala ar sheswevs 3=0 ro moegooo... es warmoudgeneliaaa...
gia
02 ნოემბერი 2016 16:08
0

სიახლეები პოპულარული