სენსაცია: "მერანმა" თასის ნახევარფინალში "ჩიხურას" მოუგო

AutoSharing Option
2 ნოემბერს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

პირველლიგელმა "მერანმა" უმაღლესლიგელ საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:0 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

35-ე წუთზე ანგარიში ზვიად ქანთარიამ გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე აკაკი წყაროზიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 90-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ლევან წოწონავამ დაუსვა - 3:0.

მარტვილის "მერანი" თასის ფინალში თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი "დინამო არენაზე" მოგვიანებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფრუიძე უნდა წახვიდე გუნდიდან,დაცვაში რატო აყენებ სუსტ ჩიკვაიძეს და სათადარიგოში გყავს კაკუბავა. გუნდის დირექციავ თქვენც მოდით აზზრზე თორემ მიგაყოლებენ ფრუიძეს დროზე გაუშვით ქუთაისში.
Niko
19:02 02-11-2016
0
ასე თუ ისე, მატჩის ყურებისას ვიღაც გაგუა წერდა რომ - ჩიხურა მერანმა გაავერანაო - და ეს მართლაც ასე იყო, აქვე ტიპი ხუმრობდა, ჩიხურას რომ თავისი მინდვრის საფარი წამოეღო მარტვილში , მაშინ იქნებ მოეგოო (ალბათ მხედველობაში ჰქონდა ის თუ რა საშინელ მინდორზე გამოღლიტეს სამტრედიას საპენალტო სერიამდე მისვლა ფედერაციის დახმარებით საჩხერლებმა)
ასე რომ, ჩიხურამ ის ითაამშა,რაც შეეძლო,მას ეს პირველად არ ემართება , რომ მოულოდნელად აქვს ჩავარდნა.
ვულოცავ მერანს თასის ფინალში გასვლას, ცხადია რომ თასს ტორპედო აიღებს მაგრამ მერანს ჩვენი, ფეხბურთის ქომაგთა პატივისცემა ბრძოლისათვის მერანს.
Jango
19:00 02-11-2016
0

სიახლეები პოპულარული