პირველლიგელმა "მერანმა" უმაღლესლიგელ საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:0 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
35-ე წუთზე ანგარიში ზვიად ქანთარიამ გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე აკაკი წყაროზიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 90-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ლევან წოწონავამ დაუსვა - 3:0.
მარტვილის "მერანი" თასის ფინალში თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი "დინამო არენაზე" მოგვიანებით დასრულდება.