- საქართველოს თასის ფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]
"მსაჯებმა დღევანდელ შეხვედრაში არაერთი შეცდომა დაუშვეს. მსაჯობით უკმაყოფილონი ვართ, თუმცა დღევანდელ მარცხს მათ არ ვაბრალებთ - ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია.
ძალიან უკმაყოფილო ვარ დღეს დაცვის თამაშით. დაცვის პრობლემა სხვა გუნდებშიც მქონია, სადაც კი მიმუშავია, მაგრამ ის, რაც დღეს "დინამოს" დაცვაში ხდებოდა, არსად მინახავს... ასე არ შეიძლება! გასახდელში ფეხბურთელებს ვკითხე კიდეც, რატომ მოხდა ასე...
დვალიშვილის მომენტი? მას მთელი თამაშის განმავლობაში ეუხეშებოდნენ და მისი მესმის, თუმცა არ ვამართლებ. ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ მოწინააღმდეგეს არ აჰყოლოდნენ და არც მსაჯისადმი გამოეხატათ პრეტენზია. მატჩის შემდეგ გასახდელში გიორგი პაპუნაშვილიც იყო. ვუთხარი, რომ ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტის გამო ეს მარცხი მისი ბრალიც იყო. მისი სახით დღეს კარგი შემტევი დაგვაკლდა და ეს გუნდს წინა ხაზში ძალიან დაეტყო. ფეხბურთელებმა 3 თამაშში მიყოლებით წითელი ბარათები მიიღეს და ამასთან დაკავშირებით ზომებს მივიღებთ. სათამაშო კონდიციებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უპირველესი რამ დისციპლინაა!
დღეს ითამაშა ახალგაზრდა ლუკა ლოჩოშვილმა. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ასევე ჯაბა ჯიღაურით ვარ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსს მუდმივად მივცემ.
გარკვეულწილად, ამ შედეგზე ჩემპიონატმაც იმოქმედა. ჩემპიონატში გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ 1-ში იმარჯვა, 1 შეხვედრა ფრედ დაასრულა, 3-ში კი - დამარცხდა. ეს ხასიათზეც მოქმედებს და ესეც იმოქმედებდა.
მოწინააღმდეგე გუნდს ვულოცავ გამარჯვებას. იგებს ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს. დღეს ასეთი სწორედ "ტორპედო" იყო.
გვსურდა, ევროთასებზე თასის მოგებით გავსულიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა ევროთასებისთვის ჩემპიონატიდან ვიბრძოლებთ", - განაცხადა გროზნიმ.