მერანი-ჩიხურა 3:0 - ისტორიის შემქმნელებისგან!

AutoSharing Option
მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა დაუვიწყარი გამარჯვებისა და, შესაბამისად, ისტორიული შედეგის თვითმხილველი გახდა - პირველად "მერანის" არსებობის განმავლობაში, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის შეგირდებმა თასის მიმდინარე გათამაშებაში აქამდეც შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს - ნახევარფინალამდე ზედიზედ უმაღლესი ლიგის ერთბაშად 3 გუნდი ჩამოიცილეს გზიდან, გუშინ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ "ჩიხურას" შანსი არ დაუტოვეს და უდიდეს წარმატებასაც გამოჰკრეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ "მერანი" ნახევარფინალში მეორედ ასპარეზობდა. 6 წლის წინათ მარტვილელები, მალხაზ ჟვანიას თავკაცობით, ახლოს იყვნენ ფინალში გასვლასთან, თუმცა ქვეყნის მაშინდელ
ჩემპიონ "ვიტ ჯორჯიასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

სანამ უშუალოდ შეხვედრის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, ვთქვათ ისიც, რომ სტუმართა რიგებში დისკვალიფიცირებული იყო მიხეილ სარდალიშვილი, მასპინძელთა დანაკარგი კი გაცილებით დიდი იყო - ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილსა და რევაზ გეწაძეს, ხოლო ბარათების სიჭარბის გამო კიჭი მელიავას, ნიკოლოზ საბანაძესა და ლაშა ჩალაძეს მოუწიათ მატჩის გამოტოვება.

საწყისი წუთები სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა. მეტწილად, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რაც მოედანზე არსებულმა შინაგანმა დაძაბულობამ განაპირობა. საჩხერელები ძირითადად მაღალი ჩაწოდებებითა და "სტანდარტულებით" ცდილობდნენ, გასულიყვნენ ფონს. და მაინც, სტუმრები რამდენჯერმე დაემუქრნენ დავით კუპატაძის კარს, თუმცა ჯერ გიორგი განუგრავას შორეული, შემდეგ კი გიორგი რეხვიაშვილის თავური გამოდგა არაზუსტი.

34-ე წუთზე მერანელებმა შესანიშნავი სამსვლიანი (ორბელაძე-შულაია-ქანთარია) კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც ზვიად ქანთარია მეკარესთან მარტო დარჩა, დინო ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშიც გაიხსნა.

ფრთაშესხმულ და ფანებისგან შეგულიანებულ მასპინძლებს ტაიმის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეეძლოთ გატანა, თუმცა შოთა ჯიქიას პასით ისევ ერთი-ერთზე გასულმა ქანთარიამ იგივე ხრიკი ჯეროვნად ვერ გამოიყენა - ამჯერად ბურთი კარს ზემოდან გადაევლო.

"ჩიხურას" დამრიგებელმა თამაშში გარდატეხის შეტანა ტაქტიკური გადაადგილებით სცადა, მაგრამ ეს ეფექტური არ აღმოჩნდა. პირიქით, მეორე ტაიმში "მერანის" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მასპინძლებმა უკვე მთლიანად ჩაიგდეს ხელში თამაშის სადავეები და მშვიდად აკონტროლებდნენ ვითარებას.

"ჩიხურას" ცდა არ დაუკლია, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიახლოება და რეალური ხიფათის შექმნა უჭირდა. "მერანმა" კი პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული თამაშის გარდა, საგოლე მომენტების რეალიზების კარგი მაჩვენებლითაც დაგვამახსოვრა თავი.

53-ე წუთზე გიორგი ციმაკურიძემ ბენჟამინ ტეიდი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. საჯარიმოში ტეიდსა და შოთა კაშიას შორის ორთაბრძოლისას ორივე ფეხბურთელი წაიქცა, არბიტრმა სტუმართა მცველი დაადანაშაულა და 11-მეტრიანთან ერთად, ყვითელი ბარათითაც დასაჯა, პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა აკაკი წყაროზიამ - 2:0.

ამის შემდეგ "ჩიხურამ" რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა. გამოსარჩევია საბა ლობჟანიძისა და კაშიას დარტყმები, მიზანს მცირე მანძილით რომ ასცდა. ყველაზე რეალური მომენტი მაინც თორნიკე გორგიაშვილს ჰქონდა. მისი თავური მარტვილელთა კარის დარაჯმა რის ვაივაგლახით მოიგერია.

"ჩიხურა" მაინც ცდილობდა გატანას, მაგრამ ამ დროს სტუმრებმა მოედნის ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვეს და განვითარდა შეტევა, რომელიც ლევან წოწონავას მიერ საშუალო დისტანციიდან გატანილი გოლით დასრულდა - 3:0.

მოკლედ, მარტვილში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შედგა. მერანელებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ გაახარეს გულშემატკივრები და ნანატრი ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
02.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ჩიხურა 3:0
გოლები: 1:0 ქანთარია (34. შულაიას პასით), 2:0 წყაროზია (53-პენ), 3:0 წოწონავა (90)
მერანი: კუპატაძე, გიორგაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, გეგია, წყაროზია, ტეიდი, ლომაშვილი, ჯიქია (67. წოწონავა), ქანთარია (83. ანთია), შულაია (90. ლუკავა).
სათადარიგოები: მამალაძე, თოლორდავა, ჯიჯელავა, ქაჯაია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. გრიგალაშვილი (83. კაკუბავა), შ. კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, გვალია, ლექვთაძე, ჩიკვაიძე, გორგიაშვილი (75. კორიფაძე), ლობჟანიძე, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, დეკანოიძე, მუმლაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: შ. კაშია (53), განუგრავა (59), შ. ჯიქია (63), გორგიაშვილი (71)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ დაგავიწყდეთ რომ მერანს მხოლოდ ერთი წაგება აქვს მიმდინარე ჩემპიონატში და -9 უსამართლოდ ჩამორთმეული ქულა
რეზი
03 ნოემბერი 2016 19:36
0
კარგით რა ხალხო რა გაყიდული რის გაყიდული თამაში მერენმა ითამაშა და მოიგო..კი ვარ ჩიხრას ფანი ეს ფეხბურთია და მოხდა ესე რომ ვინც ითამაშა ნამდვილად გულიანად მოიგო იმან...გრანდები რო გრანდებია. ისინი აგებენ თამაშებს ისეთ გუნდებთან რომ შეიძლება მეორე დღეს 9 თამაში წააგოს ზედიEდ მაგრამ ეს ფეხბურთია...ფეხბურთში იგებს ის ვინც ბოლომდე იხარჯება ...
shio
03 ნოემბერი 2016 16:50
0
მერანმა გააშიშვლა ფედერაცია თავიდან ფეხებამდის და წარმოაჩინა მათი სრული უკომპენტენტობა და სისუსტე.
მერანმა წარმოაჩინა რომ უნაღლეს ან პირველ ლიგაში კლუბების ოდენობის ცვლილება არ ცვლის რეალობას, რეალობას სხვა თვალით უნდა დახანვა და ფედერაციის ტოპ სამეულს- კობიაშვილს,მუჯირს და იაშვილის ამის უნარები არა აქვთ,ისინი ვერც კი ხვდებიან რამოდენა ხაფანგი დაუგეს ქართულ ფეხბურთს და როგორ ანგრევენ მის ნარჩენებს.ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამბობ, შეცვალეთ უმაღლესი და 1-ლი ლიგის ფორმირების წესი, იყვნენ იმდენი რამდნესაც შეუძლია ფინანსურად და არა რამდენიც თბილისის დინამოს სურს ევროთასებზე გასასვლელად. დაინახეთ უკვე რომ ხელშეწყობილი მისსავე სტადიონზე მოთამაშე დინამოც გავარდა, ასევე ისიც სახიფათო მდგომარეობაშია 7 კლუბიან ჯგუფში, იქაც არ იცის რომელ ადგილზე დაამთავრებს 1-ის გარდა. კიდევ რა უნდა ქნას ქართველმა ხალხმა? დინამოს მუხლები უკოცნოს?
4 ტიტულოვანი კლუბი აიცილა თავიდან მერანმა,ჩიხურასთან ხელოვნურად გასწირეთ სამტრედია, ვანის სულორს ძლივს გამოღლიტა გამარჯვება ტორპედომ,არ კმარა?

გოგი ქუთაისელი
12:53 03-11-2016
მაპატიონ მარტვილელებმა მაგრამ ფინალს მოიგებს ტორპედო!!!

შენ არ იყავი გუშინ დეიქცა ქვეყანაო რომ იძახოდი? თუ შენი სახელით სხვებიც წერენ?
არ ინერვიულო ,ტორპედო კარგი კლუბია ისტორიით მაგრამ არა დღევანდელობით,მაგრამ ლოგიკური იქნება რომ მარტვილმა სხვა ტიტულოვანებთან ერთად ამასაც გადაუაროს როგორც ჯერ არს, და რატომ იცი? არა იმიტომ რომ ტორპედო ვინმეს არ მოსწონს, არამედ იმიტომ რომ კიდვეე ერთხელ დაინახოს ფედერაციამ თავისი უმწეობა და უაზრობა.

თუმცა პრაგმატული მოსაზრებით და ქვეყნის იმიჯისათვის რა თქმა უნდა უკეთესი იქნება ამ ეტაპზე ტორპედოს გასვლა ევროპალიგაზე, მაგრამ ვნახოთ ფინალში გამოჩნდება ყველაფერი.
Jango
03 ნოემბერი 2016 14:10
0
ჯერ გადახტით ქუთაისელებო! :–) ზესტაფონიდან წამოსულმა თასის აღება მარტვილამდე, ჯერ ქუთაისის რესტორნში უნდა ვიზეიმო
ქუთაისის სადღეგრძელოს აუცილებლად დავლევ
მერაბ მარტვილელი
03 ნოემბერი 2016 13:42
0
ვინ ვის მისცატ არ გცხვეენიატ ამას რო იდზახიტ ყველა კომპონეტსჰი აჯობა მერანმა ცჰიხურას ამას უბრაკლოდ არ უნდა იდზახდეტ.ნ რო მოიეცა 3-ო არ მიცემდა.და სედაც გადახედეტ ცჰვნე ცჰემპიონატსჰი არარსებობს ფავორიტი გუნდი და მერანის ფეხბბუტელები ასჰკარატ ჯობდნენ ყველ კომპონეტსჰი ცჰიხურას
zuka
03 ნოემბერი 2016 12:55
0
მაპატიონ მარტვილელებმა მაგრამ ფინალს მოიგებს ტორპედო!!!
გოგი ქუთაისელი
03 ნოემბერი 2016 12:53
0
ამიტომ ტორპედომ უნდა აიღოს 7 ქულა, რომ კომფორტულად დაამთავროს ჩემპიონატი.
გოგი ქუთაისელი
03 ნოემბერი 2016 12:50
0
გულწრფელად ვულოცავ მარტვილს ამ წარმატებას,მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჩიხურა ყომარობს!გუნდი რომელიც საჩემპიონო პლეი-ოფშია გასული პირველი ლიგის გუნდთან 3:0 არ უნდა მარცხდებოდეს.ჩიხურამ მისცა თამაში სახლში გურიასაც და ლანჩხუთში გასვლაზეც "დაუწვება"გურიას,აი ნახავთ.ფედერაცია გონზე მოვიდეს დროულად და ლანჩხუთის მატჩს მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს რომ თავიდან აიცილოს საფეხბურთო მაიმუნობა,ისედაც არ გვჭირს ხეირი და ეს ნამდვილად აგრ გვინდა...
ipo-050
03 ნოემბერი 2016 12:03
0
მიქრის მიმარბენს უგზოუკლოდ ცემი მერანი
temo
03 ნოემბერი 2016 11:58
0

სიახლეები პოპულარული