ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია

AutoSharing Option
22 ნოემბერს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.

ფინალური შეხვედრა მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ჩატარდა, რომელიც ტორპედოელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ისტორიაში მესამედ მოიპოვა საქართველოს თასი.

აქვე გეტყვით, რომ თასის მოგებით "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. საჯარიმო დარტყმის შემდეგ მარტვილელთა კარში თავური დარტყმით ბურთი გიორგი გურულმა გადაგზავნა - 0:1.

36-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. "მერანმა" სხვაობის შემცირება 53-ე წუთზე
მოახერხა. გოლის ავტორი ნიკოლოზ საბანაძე გახდა, რომელმაც ასევე საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.

ზესტაფონი, "დავით აბაშიძე"
მერანი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 გიორგი გურული (16), 0:2 ბექა ტუღუში (36), 1:2 ნიკოლოზ საბანაძე (53)

ძირითადი შემადგენლობები
მერანი: 99. დავით კუპატაძე, 3. სერგი ორბელაძე (კ), 4. გიორგი ციმაკურიძე, 6. ბენჯამინ ტეიდი, 7. შოთა ჯიქია (ზვიად ქანთარია 46), 9. ნიკოლოზ საბანძე, 11. აკაკი შულაია, 13. აკაკი წყაროზია (გიორგი გეგია 61), 23. კიჭი მელიავა, 30. ანდრო გიორგაძე, 44. ლაშა ჩალაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 4. ანრი ჭიჭინაძე, 5. გუგუა ფალავანდიშვილი, 6. ოლეგ მამასახლისი, 8. შოთა ბაბუნაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი), 9. თორნიკე კაპანაძე (გიორგი ნერგაძე 71), 22. გრიგოლ დოლიძე (ალექსი ბენაშვილი 86), 23. გიორგი ქიმაძე, 27. გიორგი გურული, 88. ბექა ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი
მერანი: 22. ზურაბ მამალაძე, 5. გიორგი გეგია, 8. ლევან წოწონავა, 14. ზვიად ქანთარია, 15. თორნიკე ჩუბითიძე, 70. რევაზ გეწაძე, 77. გიორგი ჯიჯელავა

ტორპედო: 1. მაქსიმე ქვილითაია, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 10. ვანო წილოსანი, 18. გიორგი ნერგაძე, 25. შალვა ბურჯანაძე, 45. ოთარ კვერნაძე, 77. ალექსი ბენაშვილი

მსაჯები
გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, დ. სანოძე
მკითხველის კომენტარები / 12 /
როდის წავა ეგ სუბიექტი მერანიდან? ჯერ იყო და უმახლესიდან გააგდო გუნდი,მერე გარიგებული ტამასი,ეხლა კი ტასის ვერ ახება,,გუნდს ხელს უსლის,,უნდა წავიდეს სასწრაფოდ,
kaci
20:04 23-11-2016
0
George -ს
ძმავ წესიერი კაცი სჩანხარ მაგრამ რატომ გინდა თავი გამოიდო სსვისი უმსგავსობის გასამართებლად? თქვი რომ ეს უმსგავსობა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა ხტუნავდეს პლასტიკის სკამზე ქომაგი,ამას არ აკეთებდნენ მარტვილელები და არც არაფერი დაემსხვრათ,1 სკამიც კი არ აღმოჩნდა გატეხილი,გსურს დაგვარწმუნო რომ მარტვილელთა მხარეს ნაკლებად აქტიური იყო გულშემატკივარი,მათ მხარეს რიგებს შორის მეტია სიგანე და მათ მხარეს უმსხვრევი,ანტივანდალური სკამები იდგა? ხომ ვიცით რომ ეს ასე არ არის?
გარინჩა
17:03 23-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული