ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია

AutoSharing Option
22 ნოემბერს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.

ფინალური შეხვედრა მარტვილის "მერანისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის ჩატარდა, რომელიც ტორპედოელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისის "ტორპედომ" ისტორიაში მესამედ მოიპოვა საქართველოს თასი.

აქვე გეტყვით, რომ თასის მოგებით "ტორპედომ" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელებმა გახსნეს. საჯარიმო დარტყმის შემდეგ მარტვილელთა კარში თავური დარტყმით ბურთი გიორგი გურულმა გადაგზავნა - 0:1.

36-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა. "მერანმა" სხვაობის შემცირება 53-ე წუთზე
მოახერხა. გოლის ავტორი ნიკოლოზ საბანაძე გახდა, რომელმაც ასევე საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.

ზესტაფონი, "დავით აბაშიძე"
მერანი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 გიორგი გურული (16), 0:2 ბექა ტუღუში (36), 1:2 ნიკოლოზ საბანაძე (53)

ძირითადი შემადგენლობები
მერანი: 99. დავით კუპატაძე, 3. სერგი ორბელაძე (კ), 4. გიორგი ციმაკურიძე, 6. ბენჯამინ ტეიდი, 7. შოთა ჯიქია (ზვიად ქანთარია 46), 9. ნიკოლოზ საბანძე, 11. აკაკი შულაია, 13. აკაკი წყაროზია (გიორგი გეგია 61), 23. კიჭი მელიავა, 30. ანდრო გიორგაძე, 44. ლაშა ჩალაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 4. ანრი ჭიჭინაძე, 5. გუგუა ფალავანდიშვილი, 6. ოლეგ მამასახლისი, 8. შოთა ბაბუნაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი), 9. თორნიკე კაპანაძე (გიორგი ნერგაძე 71), 22. გრიგოლ დოლიძე (ალექსი ბენაშვილი 86), 23. გიორგი ქიმაძე, 27. გიორგი გურული, 88. ბექა ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი
მერანი: 22. ზურაბ მამალაძე, 5. გიორგი გეგია, 8. ლევან წოწონავა, 14. ზვიად ქანთარია, 15. თორნიკე ჩუბითიძე, 70. რევაზ გეწაძე, 77. გიორგი ჯიჯელავა

ტორპედო: 1. მაქსიმე ქვილითაია, 7. გაბრიელ საღრიშვილი, 10. ვანო წილოსანი, 18. გიორგი ნერგაძე, 25. შალვა ბურჯანაძე, 45. ოთარ კვერნაძე, 77. ალექსი ბენაშვილი

მსაჯები
გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, დ. სანოძე
მკითხველის კომენტარები / 12 /
ისე წელს მაგარი რთული გზა გაიარა ტორპედომ ამ თასის მოსაპოვებლად. სამგურალი,ოდიში1991,სულორი, და ბოლოს ფინალში მერანის სახით კიდევ უფრო ძლიერ გუნდს ფადაეყარა, და ურთულეს დაპირისპირებაში მოიპოვა გამარჯვება...ასეთი თასის გათამაშება დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს არახსოვს..DDDD ვულოცავ.
romandro
23:35 22-11-2016
0
კარგით რა ხალხნო სირცხვილია თამაშის მერე სხვადასხვა მიზეზების გამოგონება. გაიმარჯვა უძლიერესმა, თასია, თუ ვინმეს რამე სხვა პრეტენზია ქონდა, გასულიყო ფინალში და მოეგო. დღეს ტორპედოა გამარჯვებულია და მივულოცოთ!!!
kote
02:54 23-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული