"ნაპოლი" კოჭლობს, "კალიარი" იშლება
რაფაელ ბენიტესის "ნაპოლი" ვერა და ვერ დაადგა ჭეშმარიტების გზას - ესპანელს უდავოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ამავდროულად, ნებისმიერ მეტოქესთან ახერხებს ქულების დაკარგვას.
ამას არასტაბილურობა ჰქვია და შედეგად, "ნაპოლი" უკვე გვარიანად ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერს. პირველობის დამთავრებამდე დიდი დროა და ნეაპოლელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სკუდეტოსთვის ბრძოლა, მაგრამ ამისთვის
"ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა და მხოლოდ ქულას გამორჩა, 1:1. მე-9 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც სარდინიელებმა მარცხენა ფრთიდან ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს და იერიში უზუსტესი დარტყმით დააბოლოვეს. თავი ნენემ გამოიჩინა - 1:0. დაახლოებით 10 წუთში ნეაპოლელებმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვეს, რომელიც გოლად გონსალო იგუაინმა აქცია - 1:1. დარჩენილ ტაიმ-ნახევარში თანაბარი თამაში იყო და შედეგიც ლოგიკური დაფიქსირდა.
მატჩის შემდეგ რაფაელ ბენიტესმა დაკარგული ორი ქულა გამოიგლოვა და დაგვპირდა, რომ ახალი წლიდან მისი გუნდი გაცილებით უკეთ ითამაშებს. უფრო დიდი ყურადღება მიიქცია "კალიარის" პრეზიდენტის, მასიმო ჩელინოს კომენტარმა:
"ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ იმის უფლება, რომ საკუთარ სტადიონზე, სავსე ტრიბუნების ფონზე ვითამაშოთ. კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა სერია C-ს შეეფერება. ხვალიდან ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია წასვლა და ახალ გუნდში გადაბარგება, მათ შორის, დავიდე ასტორის და რაჯა ნაინგოლანს. მე რომ ფეხბურთელი ვიყო, ამ "კალიარიში" არ გავჩერდებოდი".
სამი 4:1
გასულ ტურში, ყველაზე პოპულარული ანგარიში 4:1 იყო. ასეთი შედეგით "ტორინომ" "კიევოს" სძლია, "ვერონამ" "ლაციოს", ხოლო "იუვენტუსმა" "ატალანტას". ტურინელებმა გასვლაზე იძალეს და კიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ სკუდეტოს მოპოვების ნომერ პირველი ფავორიტები არიან.
ბერგამოელები პირველ ტაიმში ასე თუ ისე გაუძალიანდნენ მეტოქეს, აი, მეორეში კი "იუვეს" უპირატესობა გამოიკვეთა და ეს გოლებშიც აისახა. ანტონიო კონტეს ფორვარდებმა გაუმართლეს: გოლი კარლოს ტევესმაც გაიტანა და ფერნანდო ლორენტემაც, მხარი კი მათ პოლ პოგბამ და არტურო ვიდალმა აუბეს.
ერთი სიტყვით, "ვეკია სენიორამ" გადაურბინა მეტოქეს და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. მართალია, "რომამაც" მოიგო, მაგრამ "ნაპოლიმ" დაკარგა ქულები, რომელიც ასევე ითვლება ტურინული გრანდის უშუალო კონკურენტად. ისიც ვთქვათ, რომ ანტონიო კონტე კვლავ არ გამოცხადდა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
"ლაციოს" საქმე ცუდადაა - ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი "ვერონას" ესტუმრა და განადგურდა. "სიყვარულის ქალაქში" ლუკა ტონის ბენეფისი შედგა, რომელმაც მეორე ვეტერანი მიროსლავ კლოზე დაჩრდილა და დუბლი მიითვალა. "ვერონამ" წელი მაჟორულ ნოტზე დაასრულა, რასაც იმსახურებდა კიდეც როგორც კონკრეტულად ამ მატჩით, ისე მთლიანად, სეზონის განვლილი ნაწილით. ისეთი პირი უჩანს, რომ "ვერონა" ევროპალიგის საგზურისთვის იბრძოლებს, რაც ახლად აღზევებული გუნდისთვის სახუმარო საქმე ნამდვილად არაა.
4:1 მოიგო "ტორინომაც" და წაუგებელ მატჩთა სერია ხუთამდე გაზარდა - შედეგად, "გრანოტა" მეშვიდე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და მდევრებსაც კომფორტული უპირატესობით უსწრებს. მოკლედ, "ტორომ" გვარიანად მოუმატა და თუ ტემპი არც სეზონის განახლებიდან დააგდო, ვინძლო, "ვერონას" მსგავსად, ევროთასებს წაეპოტინოს.
"რომამ" "კატანია" გადათელა
რუდი გარსიამ 4-3-3 ტაქტიკაზე უარი თქვა და გუნდი 4-2-3-1 სქემაზე გადააწყო. დაცვა ძველებურად, მირალემ პიანიჩი და მაიკლ ბრედლი საყრდენ ხაზზე, უფრო წინ ფრანჩესკო ტოტი, ადემ ლიაიჩი და ჟერვინიო, ცენტრფორვარდად კი მატია დესტრო. ვერ დავიჩემებთ, რომ სხვა ტაქტიკის შემთხვევაში, "რომას" გაუჭირდებოდა "კატანიას" ძლევა, მაგრამ ფაქტია, რომ გარსიას ექსპერიმენტმა გაამართლა - რომაელებმა ნამდვილი შოუ დადგეს, გადაურბინეს მეტოქეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს - 4:0.
თითო გოლი ჟერვინიომ და შესანიშნავ ფორმაში მყოფმა მატია დესტრომ გაიტანეს, ორჯერ კი თავი მეჰდი ბენატიამ გამოიჩინა. ცენტრალურმა მცველმა თავი გამოიდო, წინ გაიჭრა და მეტოქის დაცვა დააწიოკა. თქმა არ სჭირდება, რომ ბენატიას ტრანსფერმა "რომას" 100%-ით გაუმართლა. დედაქალაქელებს კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, ხანაც სიცილიელთა მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.
ისევ როსი
არ თმობს პოზიციებს "ფიორენტინა", ჯუზეპე როსი კი შეუჩერებელია. 82-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პეპიტომ მორიგი გოლი გაიტანა და "ვიოლას" "სასუოლოსთან" გასვლითი მატჩი მოაგებინა. თამაში ფლორენციელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგიც კანონზომიერი დაფიქსირდა.
ვინჩენცო მონტელას გუნდმა წელი გამარჯვებით დაასრულა და ისეთი პირი უჩანს, რომ ახალი წლიდან უკეთესად ათამაშდება - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდს ტრავმირებული მარიო გომესი დაუბრუნდება. წესით, სეზონის მეორე ნახევარი კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს.
სერია A. XVII ტური
ლივორნო-უდინეზე 1:2
გოლები: 0:1 ლოპესი (11), 1:1 სილიგარდი (32), 1:2 ერუ (65).
ლივორნო (5-3-2): ბარდი - ჩეკერინი (76. მბაიე), კოდა (59. ვალენტინი), ემერსონი, ლამბრუგი (71. ემეგარა), სკატარელა - ბიაჯანტი, ლუჩი, გრეკო - პაულინიო, სილიგარდი.
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, დომიცი - სანტოსი (63. გაბრიელ სილვა), ბასტა, ლაძარი (56. პინცი), ალანი - პერეირა, ლოპესი - დი ნატალე (76. ფერნანდესი).
გაფრთხილება: სკატარელა, ემერსონი, კოდა - ერუ, ლაძარი.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 9-9 (4-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 12 000
კალიარი-ნაპოლი 1:1
გოლები: 1:0 ნენე (9), 1:1 იგუაინი (19-პენ.).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პიზანო, დელ გროსო, ასტორი, აველარი (46. ეკდალი) - დესენა, ნაინგოლანი, კონტი - კოსუ (86. იბრაიმი) - საუ, ნენე (15. პინილია).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა (48. რაფაელი) - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, რეველიერი - ბერამი, ჯემაილი - პანდევი (82. საპატა), კალეხონი, ინსინიე (71. მერტენსი) - იგუაინი.
გაფრთხილება: პიზანო, ნენე - ბერამი, კალეხონი.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 7-6 (4-2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 7 000
ბოლონია-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 დიამანტი (57).
ბოლონია (3-4-1-2): კურჩი - ნატალი, მანტოვანი, გარიჩი - მორლეო, კონე, კრჰინი, პერესი - დიამანტი - მოსკარდელი (85. კრესპო), კრისტალდო (76. აკვაფრესკა).
ჯენოა (3-5-2): პერინი - ანტონინი, გამბერინი, მანფრედინი - მათუზალემი, ბიონდინი, ბერტოლაჩი (56. კოფიე), ვრსალკო (64. ფელტფატციდისი), ანტონელი - კონატე, ჯილარდინო (76. კალაიო).
გაფრთხილება: კურჩი, გარიჩი, კრჰინი, დიამანტი, აკვაფრესკა - გამბერინი.
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 21-23; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 14-5 (3-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 22 000
ატალანტა-იუვენტუსი 1:4
გოლები: 0:1 ტევესი (6), 1:1 მორალესი (15), 1:2 პოგბა (46), 1:3 ლორენტე (75), 1:4 ვიდალი (79).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - რაიმონდი (81. კონე), მილიაჩო, სტენდარდო, დელ გროსო (67. კაცოლა) - კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა (67. ლივაია), ბრივიო - მორალესი - დენისი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი (80. პადოინი), პოგბა (82. პელუზო), მარკიზიო, ასამოა - ტევესი (82. კვალიარელა), ლორენტე.
გაფრთხილება: მილიაჩო - ბარცალი, პოგბა.
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 6-11 (3-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 32 000
ვერონა-ლაციო 4:1
გოლები: 1:0 ტონი (5), 1:1 ბილია (27), 2:1 იტურბე (44), 3:1 რომულო (63), 4:1 ტონი (78).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, მორასი, მაიეტა, აგოსტინი - რომულო, ფრელო (88. ლანერი), ალფრედსონი (76. დონატი) - ტალები, იტურბე (69. დონადელი), ტონი.
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ცანა, დიასი, ლულიჩი - ბილია (62. კეიტა), ედერსონი (70. ფლოკარი), კანდრევა (76. პერესი), ლედესმა, ონაზი - კლოზე.
გაფრთხილება: მაიეტა - ცანა, ლედესმა.
კუთხური: 1-10; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-17 (7-9); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 28 000
რომა-კატანია 4:0
გოლები: 1:0 ბენატია (18), 2:0 დესტრო (50), 3:0 ბენატია (59), 4:0 ჟერვინიო (80).
რომა (4-2-3-1): დე სანკტისი - მაიკონი, კასტანი, ბენატია, დოდო - ბრედლი, პიანიჩი (81. ფლორენცი) - ტოტი (87. რიჩი), ლიაიჩი, ჟერვინიო - დესტრო (59. ტადეი).
კატანია (4-3-3): ფრიზონი - პერუცი (46. ბირაგი), ლეგროტალიე, როლინი, ალვარესი - ისკო, გუარენტე, პლაშილი - კასტრო (60. ბერგესიო), ბარიენტოსი, ლეტო (67. მონძონი).
გაფრთხილება: ბრედლი - პერუცი, ბარიენტოსი, კასტრო, ბირაგი.
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-7(10-1); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 60 000
სამპდორია-პარმა 1:1
გოლები: 1:0 ედერი (44), 1:1 ლუკარელი (64).
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა - მუსტაფი, გასტალდელო, დე სილვესტრი, რეჯინი - ობიანგი, პალომბო - სორიანო (79. პოცი), კრსტიჩიჩი, სანსონე (63. ვრზოლეკი) - ედერი (90. ბარნასონი).
პარმა (4-3-3): მირანტე - კასანი, ლუკარელი, ფელიპე, გობი - ასკუა, მარკიონი, პაროლო - ბიაბიანი (56. პალადინო), ამაური, სანსონე.
გაფრთხილება: მუსტაფი, პალომბო - კასანი, ჰობი, პაროლო, სანსონე.
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 7-8 (3-5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 25 000
სასუოლო-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 როსი (82).
სასუოლო (3-4-3): პეგოლო - ანტეი, ბიანკო, მარძორატი - გაცოლა, მარონე (90. კურტიჩი), ჩიბსა, ლონგი - ბერარდი (81. ლარიბი), ძაძა, ციგლერი (85. ფლორო ფლორესი).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, კომპერი, სავიჩი, პასკუალი - აკვილანი, ამბროზინი, ბორხა ვალერო (77. ფერნანდესი) - ვარგასი (65. პისარო), ილიჩიჩი (90. ვოლსკი), როსი.
გაფრთხილება: პეგოლო, გაცოლა, მარონე, ლონგი - ტომოვიჩი, კომპერი, პასკუალი.
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-9 (3-5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 20 000
ტორინო-კიევო 4:1
გოლები: 0:1 თერეუ (9), 1:1 იმობილე (47), 2:1 იმობილე (65), 3:1 ვივესი (80), 4:1 ჩერჩი (90).
ტორინო (3-5-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი (78. როდრიგესი) - დარმიანი, ვივესი, ბაშა, ბრიგი, პასკუალე - ჩერჩი, იმობილე (91. მეჯორინი).
კიევო (3-5-2): პუჯონი - ფრეი, პაპი, დაინელი - სარდო (69. ლაზარევიჩი), რიგონი (77. სესტუ), ჰეტემაი, ბენტივოლიო, დრამე - თერეუ, პალოსკი (84. არდემანი).
გაფრთხილება: ბრიგი, ვივესი - ჰეტემაი, პალოსკი.
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 10-6(6-3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 20 000
ინტერი-მილანი 1:0
გოლი: 1:0 პალასიო (86).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი - ჯონატანი, ტაიდერი (57. კოვაჩიჩი), კამბიასო (82. იკარდი), ძანეტი (68. კუზმანოვიჩი), ნაგატომო - გუარინი - პალასიო.
მილანი (4-3-2-1): აბიატი - დე შილიო, საპატა, ბონერა, კონსტანტი (46. ემანუელსონი) - პოლი (88. პაცინი), მუნტარი, დე იონგი - საპონარა (75. მატრი), კაკა - ბალოტელი.
გაფრთხილება: როლანდო, ჟუან ჟესუსი, გუარინი - დე შილიო, კონსტანტი, დე იონგი, ბალოტელი.
გაძევება: მუნტარი (90. მილანი).
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-13(7-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 82 000
ბომბარდირები: 14 - როსი (ფიორენტინა); 11 - ტევესი (იუვენტუსი); 10 - პალასიო (ინტერი); 9 - ჩერჩი (ტორინო), იგუაინი (ნაპოლი); 8 - კალეხონი (ნაპოლი), იმობილე (ჯენოა).
მომდევნო ტური
5 იანვარი:
კიევო-კალიარი, ფიორენტინა-ლივორნო, იუვენტუსი-რომა;
6 იანვარი:
ნაპოლი-სამპდორია, კატანია-ბოლონია, ჯენოა-სასუოლო, მილანი-ატალანტა, პარმა-ტორინო, უდინეზე-ვერონა, ლაციო-ინტერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"