ესპანეთის თასი. 1/8-ფინალი: მესიმ "ბარსელონა" მეოთხედფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს ესპანეთის თასის მერდვედფინალური მატჩი გაიმართა.

"ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. "ბარსელონას" მხრიდან თავი სამხრეთამერიკულმა შემტევმა ტრიომ გამოიჩინა. ჯერ ლუის სუარესმა გაიტანა ნეიმარის პასის შემდეგ, შემდეგ თავად ბრაზილიელმა გაიტანა თავისივე გამომუშავებული პენალტის წყალობით. მესამე გოლი კი ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა.

ამ გამარჯვებით "ბარსელონამ" თასის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "ატლეტიკის" მოგებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი, ყვითელზე ქაჩავდა, მაგრამ წითელი ზედმეტი იქნებოდა, - აშკარა საგოლე შეტევა არ ჩაშლილა.
gios
12 იანვარი 2017 23:55
0
რაც ნეიმარს საჯარიმოში შესვლისას უქნეს, ყვითელსაც ვეღარ ქაჩავს?
ამაზე წითელს აძლევენ ხოლმე.
გიო
12 იანვარი 2017 14:52
0
მესის გოლი ხომ ბრწყინვალე იყო,მაგრამ კიდევ ერთხელ ნახეთ რა მანევრი გააკეთა სუარესმა,გოლის გატანის მომენტში და პირველი გოლიც უსამართლოდ გაუუქმეს ,თამაშგარე არ იყო.
სოსო
12 იანვარი 2017 11:32
0
ყველა დროისს საუკეთესო,ჯარიმებშიც საუკეთესოა! ფეხბურთის მეფეა!
levani
12 იანვარი 2017 11:13
0

სიახლეები პოპულარული