დიეგო სიმეონე: "ბარსელონასთან" მეტოქეობა ტიტულისკენ მიმავალი გზის ნაწილია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კომენტარი გააკეთა ესპანეთის თასის 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" მომავალ დაპირისპირებაზე.

"თუკი ჩემპიონობაზე ფიქრობთ, მაშინ ბუნებრივია, ან "რეალს" უნდა აჯობოთ ან "ბარსელონას". ტოპ-გუნდებთან შეხვედრები განსაკუთრებული მოვლენაა და ეს გზის მონაკვეთია, რომელსაც ტიტულთან მივყავართ", - აქვეყნებს არგენტინელი სპეციალისტის ნათქვამს Marca.

ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება, საპასუხო კი ერთი კვირის შემდეგ - "კამპ ნოუზე". თასის მეორე ფინალისტის ვინაობა "ალავესისა" და "სელტას" ნახევარფინალურ დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს.

პირველი მატჩების გამართვის თარიღი 1
-2 თებერვალია, საპასუხოსი - 8-9 თებერვალი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული