კოპა დელ რეი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი: "ბარსა" ფინალში გაძვრა [VIDEO]

AutoSharing Option
თითქოს, დაძაბულ ბრძოლას აღარაფერი მოასწავებდა - სათასო ნახევარფინალის პირველი თამაში "ბარსელონას" "ვისენტე კალდერონზე" ჰქონდა მოგებული 2:1.

ამას დაერთო ლუის სუარესის გოლი ტაიმის მიწურულს, მაგრამ, საბოლოოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბარსა" ფინალში რის ვაი-ვაგლახით გაძვრა.

დიეგო სიმეონეს ცვლილებებმა შედეგი გამოიღეს და "ატლეტიკომ" მეტოქეს შტურმის მსგავსიც მოუწყო. შეცვლაზე გამოსულმა კევინ გამეირომ გაათანაბრა, 3 წუთით ადრე მასვე პენალტიც რომ გაეტანა სილესენის კარში, თამაში დამატებით დროში გადავიდოდა. "ბარსელონამ" მატჩი 9 კაცის ამარა დაასრულა, "ატლეტიკომ" - ათის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბარსელონა-ატლეტიკო 1:1 (2:1)
გოლები: 1:0 ლ. სუარესი
(43), 1:1 გამეირო (83)
ბარსელონა (4-3-3): სილესენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - დ. სუარესი (62. მასკერანო), რაკიტიჩი (72. ინიესტა), ანდრე გომეში - მესი, ლ. სუარესი, არდა თურანი (70. ბუსკეტსი)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ხუანფრანი, გოდინი (49. ლ. ერნანდესი), სავიჩი, ფილიპე ლუიში - გაიტანი (48. ა. კორეა), ს. ნიგესი, კოკე, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, ფ. ტორესი (61. გამეირო)
გაძევება: ს. რობერტო (57), ფერეირა-კარასკო (69), ლ. სუარესი (90)
გამოუყენებელი პენალტი: გამეირო (80)
მაყურებელი: 67 734

ოთხშაბათი. 8 თებერვალი
ალავესი-სელტა 23:59 (0:0)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბარსა გამოიყურებოდა როგორც ლევანტე ეს რას უყურე და ამდენი ხალხი იჯდა ნოუკამპზე და ტაშს უკრავდნენ ბოლოს იმიტომაც წელს ტაშს დაუკრავენ წინა წლის მიგწევებს და ვერაფერს ვერ იზავენ წელს რასაც ქვია ხალხი დაიკიდეს მსოპლიო რამდენი ენდო ჩემნაირად ამ არაკაცებს რო მოიგებდნენ და ესე იავნად არ ითამაშებდნენ ტოტალიზატორს ესეთი რამე ბარსას შესრულებით არ მინახია
atletiko maladec
09:12 08-02-2017
0
ამ სტატიის ავტორები ან თამაშს არ უყურებენ ან ბარსას ულტრასები არიან... სურესის თამაშგარეზე რატო არ ამბობთ არაფერს???
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული