Hala Madrid! ვინ ლობირებს "რეალს" ესპანური სპორტის სათავეებში?

AutoSharing Option
"ბეტისთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ეს შეგრძნება კიდევ უფრო გაძლიერდა - "ბარსელონას" ბევრი გულშემატკივარი და ამ გუნდის არაერთი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მადრიდის "რეალს" სერიოზული ლობისტები ჰყავს როგორც მსაჯებში, ისე ესპანური ფეხბურთის და ზოგადად, სპორტის სათავეებში.

შეეფერება თუ არა ეს ხმები სინამდვილეს?
ჩვენი წერილი სწორედ ამის გარკვევის ცდაა. გასაგებია, რომ "რეალი" ესპანური ელიტის საყვარელი კლუბია, მაგრამ რეალურად, რა ხალხი დგას ესპანური ფეხბურთის და სპორტის სათავეში, საითაა მათი სიმპათიები?

ხავიერ ტებასი
ტებასი პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტია. ეს ორგანიზაცია მართავს პრიმერა და ყოფილ სეგუნდა
დივიზიონებს. ის არის პასუხისმგებელი მთელ საკლუბო ფეხბურთზე ესპანეთში. ახლა დროა, სიტყვა მას მივცეთ:

"დავუშვათ, მე ვთქვი, რომ არ მაქვს არანაირი საკლუბო სიმპათია. შემდეგ კი გაირკვევა, რომ მე ბავშვობიდან "რეალის" გულშემატკივარი ვიყავი, ასევე ისიც, რომ ახალგაზრდობაში 27-ჯერ ვიყავი კლასიკოზე და ყოველთვის ბარში აღვნიშნავდი გამარჯვებას. მირჩევნია, რეალურად ვისაუბრო", - ამბობს ტებასი.

ეს სიტყვები ტებასმა 2015 წელს, ნოემბერში, გრანდიოზული სკანდალის ფონზე თქვა. მაშინ ერთმა ლაინსმენმა პოლიციაში საჩივარი დაწერა იმის თაობაზე, რომ "კლასიკოს" დროს მას აიძულებენ, "ბარსელონას" სასარგებლოდ არ მიიღოს გადაწყვეტილებები. ეს მსაჯი თავდაპირველად ეცადა, სამსაჯო კომიტეტში გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ მას დაურეკეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან და უთხრეს, ჭკვიანად ყოფილიყო, თორემ ეს გამოხდომა აუცილებლად აისახებოდა მის სამსაჯო კარიერაზე.

მაშინ ის წავიდა პოლიციაში და პრესის საშუალებით ისაუბრა წნეხზე. მაშინ ტებასმა პირველად აღიარა ის, რაც აქამდეც ყველამ იცოდა და იქვე დასძინა, რომ მისი საკლუბო სიმპათიები არანაირად არ აისახებოდა მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

"ბეტისისა" და "ბარსელონას" სევილიური მატჩის შემდეგ ტებასი კრიტიკის ქარ-ცეცხლში აღმოჩნდა. მსაჯებმა არ ჩათვალეს გოლი, თუმცა ბურთმა მეტრით მაინც გადაკვეთა კარის ხაზი.

ტებასმა ამ დელიკატური სიტუაციის თაობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "არ ღირს ამ ამბის გაბერვა. ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულნი, რომ ჩვენი სამუშაო უფრო სრულყოფილი იყოს, რომ გავაუმჯობესოთ მსაჯობის დონე".

სხვათა შორის, ზაფხულზე ტებასმა გამორიცხა ვიდეოტექნიკის გამოყენება თამაშის მსვლელობისას და ამის არგუმენტად ტექნიკის მაღალი ფასი დაასახელა. ახლა კი მზადაა, ეს საკითხი განიხილოს.

Sportall.Ge

მარტა სილვა
ესპანეთის სახელმწიფო პროკურორი (ამ თანამდებობაზე ქალი პირველად მუშაობს) "რეალის" იურიდიული კონსულტანტი იყო 2000-06 წლებში. ზოგიერთი ესპანური გაზეთი იმასაც წერს, რომ იგი დღემდე რჩება ფლორენტინო პერესის ბიზნესპარტნიორად.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, როცა პროკურატურამ საქმე აღძრა ლეო მესის წინააღმდეგ, თავდაპირველად ბრალდებული იყო მხოლოდ უფროსი მესი. პროკურატურამ საქმეს გადახედა და მასში კიდევ ერთი ბრალდებული გამოჩნდა - ლიონელ მესი. საქმე აქამდე არ დახურულა. ახალი დეტალები მას გასულ ზაფხულს შეემატა. მარტა სილვა პრესაში მხარს ღიად უჭერდა მესის დაპატიმრებას.

არგენტინულმა პრესამ საინტერესო დეტალი გამოარკვია. როდესაც გადასახადების დამალვის თაობაზე კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ ანალოგიური საქმე აღიძრა, ბრალდება შეეხო მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელის წარმომადგენელს და არა თავად კრიშტიანოს.

უფრო საინტერესოა ნეიმარის საქმე. როგორც "დარიომ" გამოარკვია, სახელმწიფოს ინტერესების დამცველად "ნეიმარის საქმეში" მავანი ედმუნდო ბალი უშუალოდ მარტა სილვასთან კონსულტაციის შემდეგ დანიშნეს.

მიგელ კარდენალი
ესპანეთის სპორტული საბჭოს ექსპრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2016 წლის დეკემბრამდე. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის იურიდიული კომიტეტის სპიკერი და სპორტული იურისტი; ტებასის აქტიური თანამოაზრე; ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი აქციისა, რომელიც ძალადობის მიმართ მიმართ "ნულოვანი ტოლერანტობის" გამოცხადებას გულისხმობდა.

ხშირი შეხება აქვს ფლორენტინო პერესთან. ლიონელ მესის წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდა. როცა "ბარსას" ფანებმა ინტერნეტის მეშვეობით ლიონელის მხარდასაჭერი კამპანია გააჩაღეს, მან თქვა, რომ ეს კლუბის მხრიდან შეცდომაა.

"ეს შეცდომაა კლუბის მხრიდან. ყველამ იცის, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა აბსოლუტურად სუფთა და დამოუკიდებელია", - განაცხადა მიგელ კარდენალმა.

მანუელ დიას ვეგა
სამსაჯო კომიტეტის ტექნიკური დირექტორია ესპანეთში. ყოფილი ფეხბუთელი, ყოფილი მსაჯი და ადამიანი, რომელიც თითქმის არ ჩნდება პრესის ფურცლებზე. მისი საკლუბო სიმპათიების თაობაზე მსჯელობა რთული იქნებოდა, რომ არა შორეული 1993 წელი.

მაშინ მან "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა განსაჯა. მატჩი "რეალმა" მოიგო, დიას ვეგას დიდი კრიტიკა შეხვდა იოჰან კრუიფისაგან. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ განაცხადა, რომ არბიტრი გადაწყვეტილებების მიღებისას არათანმიმდევრული იყო.

ძალიან სკანდალური იყო დიას ვეგას პასუხი. "ის უბრალოდ შარვალში იფსამს, როცა მის წინააღმდეგ "რეალი" თამაშობს". დიას ვეგას დირექტორის პოსტი სამსაჯო კომიტეტში 2001 წლიდან უჭირავს.

ხოსე იგნასიო ვერტი
ესპანეთის სპორტის მინისტრი იყო 2011-15 წლებში. აი, მისი სიტყვები: "მე ვინც მიცნობს, ისიც იცის, რომ ნამდვილი მადრიდისტა ვარ, ხულიგანი". ასე წარადგინა საკუთარი თავი ვერტმა თანამდებობაზე დანიშვნამდე ერთი თვით ადრე. თავის დროზე ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო გამოკითხვისა, რომლის მიზანიც იყო, გამოერკვია, თუ რატომაა ესპანეთის პროვინციებში "ბარსელონა" "რეალზე" პოპულარული.

გამოკითხვის შედეგების კომენტარისას ვერტმა შემდეგი თქვა: "ჩვენ ვძულვართ იმ ნაკლოვანებების გამო, რომელიც თანმდევია ყველა კლუბისათვის. და მაინც, საზოგადოებაში სწორედ "რეალი" ასოცირდება ამ ნაკლოვანებებთან. ეს პრესის გამო ხდება".

საინტერესოა, რომ ესპანური სპორტის ამჟამინდელმა მმართველმა, ინიგო მენდეს დე ვიგომ განაცხადა, რომ კლუბებსა და ფეხბურთელებს შორის რჩეულები არ ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
კატალონიური გაზეთის ბოდვა,ბარსა–ატლეტიკოზე რაც მოხდა ყველამ ვნახეთ
guro
10 თებერვალი 2017 11:23
0
ხო ჩემპიონთა ლიგაზეც ეს სასტავი ეხმარება, ბოლო სამ წელიწადში ორჯერ რო მოიგო. რარაც სისულელეებს ნუ წერთ რა
ფურია როხა
10 თებერვალი 2017 10:55
0
რათ უნდა ახლა ამას დიდი პოლემიკა, საკამარისია შეხედოთ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებს და ნებისმიერი ფეხბურთში ოდნავ გარკვეული ადამიანისთვის ნათელი გახდება როგორ დაუფარავად უჭერენ მსაჯები მხარს რეალს. განსაკუთრებით წელს არის აღვირახსნილი ეს კამპანია, რეალი ამდენი წელი თამშით ვერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ახლა ასეთი გზით ცდილობენ მის გაჩემპიონებას. ისე ზოგჯერ მგონია, რომ ამ ხალხს უეფაშიც ეთქმით თავისი სიტყვა, თორემ ასეთი ტოტალური იღბალი, რომელიც რეალს აქვს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრისას, მე ცხოვრებაში არ მინახია. მაგ. შარშან ფინალში მოხვდა ისე რომ მოუგო ბუნდეს-ლიგის მე-8 გუნდს და პრემიერ-ლიგის მე-4 გუნდს, რომელიც მაგ დროისთვის ფაქტობრივად დაშლის პირას იყო მისული. ამასობაში მისმა უშუალო კონკურეტებმა ერთმანეთთან უშეღავათო ბრძოლაში დახოცეს ერთმანეთი. ეს უკვე არანაირი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში არ ჯდება...
ბიკენტი
09 თებერვალი 2017 10:32
0
ბარსა იყო და სულ იქნება რეალის ყმა-მოურავი..მოურავოოო
esaa simartle
09 თებერვალი 2017 10:17
0
რეალი ქუხს,ბარსა დუმს
reali
08 თებერვალი 2017 23:39
0
გუშინაც ბარსას რო მოუდგა მსაჯი მაგიტომაც გაუგდო 2 კაცი. მასეტ ჯარიმებზე ნახევარი ატლეტიკო გასაგდები იყო
lapo
08 თებერვალი 2017 21:15
0
იგივე სიტუაციაა იუვენტუსის მხრივაც, ყველა მაგათ ეხმარება ინტერის საწინააგმდეგოდ, ვინც უყურა ბოლო თამაშს დამეტანხმება... როდემდე? ეს რეალი იუვეობა ვერ დაამტავრეს რა!!!
mameluk
08 თებერვალი 2017 19:29
0
ავტორ ეტყობა არ გიყურებია გუშინდელ ატლეტიკო-ბარსელონას თამაშს ხოო? :)) ბარსას ფანობას ააშკარავებ უკვე ავტორ და ბარსას ფანი მსაჯების მიკერძოებულობაზე რანამუსით ლაპარაკობს :)))
dato
08 თებერვალი 2017 19:03
0
კარგით,თავი დავანებოთ "ბარსას"ეს ყოველთვის მტკივნეულია რეალის ფანებისათვის.ბოლო ლიგის ფინალზე რას იტყვით?რამოსი იყო თუ არა გასაგდები
sake
08 თებერვალი 2017 18:49
0
Sakmarisia ukve mezareba am saitze shemosvla,shesadzloa iyo barsas fani da ar mogwondes reali magram es marazmi xo unda damtavrdes, 3:1 2:1 da mavani angarishebi da statia ,, barsam mowinaagmdege gaanadgura,, xolo igive angRishebze realma tamashi bolo wutze gadaarchina an reals dzalian gaumartla, amas winat msoflios yvelaze magal shemosavliani gexburtelebis chamonatvvali iyo sadac statiashi ewera rom ronaludm yvelaze meti gamoimushava 2016welshi statiis satauri ki gaxsovt albat ,, mesi lebroni da sxvebi,, exla kide turme mteli espanuri safexburto samyaro prokuratura da sagzao departamenti reals lobireb ro chempioni gaxdes da ara is ro wels barsa ver jobs rels, kmara kmara kmara.
Gaocebuli
08 თებერვალი 2017 18:14
0

სიახლეები პოპულარული