პლუსი
სტილივინც უნდა გახდეს "ბარსელონას" ახალი თავკაცი, ამ ლეგენდარულ კლუბს აქვს თავისი ურყევი ფილოსოფია და ხელმძღვანელობაც მწვრთნელს იმ კრიტერიუმების მიხედვით არჩევს, რაც სანახაობრივ ფეხბურთს უკავშირდება. დაგვეთანხმებით, ძალიან ძნელია, წარმოიდგინო პრაგმატული, მკაცრ ტაქტიკურ სქემებს მორგებული "ბარსელონა".
ამ მხრივ, "კამპ ნოუზე" მცირე შანსები ექნებოდათ ანტონიო კონტესა და ჟოზე
ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ დღევანდელ პრემიერლიგაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ კლოპის "ლივერპული" თამაშობს. ამის დასტურად, თუნდაც, გატანილი გოლების რაოდენობა გამოდგება (54, ისევე, როგორც "არსენალს").
მეორე მხრივ, თუკი "წითლები" ვერ არიან დღეს ინგლისური ელიტის სათავეში, ეს სხვა პრობლემების ბრალია. შემადგენლობის მთლიანი ღირებულებით (371 მილიონი ევრო) "ლივერპული" მხოლოდ მეექვსეა პრემიერლიგაში და ასეთ ვითარებაშიც კი, კლოპს არ ეშინია, მრისხანე მეტოქეებს თავს მოახვიოს გახსნილი ფეხბურთი.
ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორ გამოძერწავს კლოპი "თავის" "ბარსელონას", სადაც საამისოდ გაცილებით ხარისხიანი მასალა ექნება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ის მოაგვარებს საქმეს ისე, რომ დიდი სამეული (მესი, ნეიმარი, სუარესი) გუნდის ორგანიზმისგან მოწყვეტილი არ იყოს. ვფიქრობთ, "ბარსას" ნამდვილად არ აწყენდა ისეთი მოთამაშე, როგორიც ადამ ლალანაა, რომელიც კლოპის ხელში სულ სხვანაირად გამოჩნდა.
ქარიზმა
ის, ვისაც მიაჩნია, რომ "ბარსელონას" დონის გუნდებში მწვრთნელებს ნაკლები როლი ენიჭებათ, ძალიან ღრმად ცდება. დიდ გუნდს აუცილებლად სჭირდება ნამდვილი მწვრთნელი-ლიდერი, რომელიც მოკაშკაშე ფეხბურთელების ფონზე არ დაიჩრდილება. ლუის ენრიკეს პრობლემაც სწორედ ეს არის. ის ვარსკვლავების ჩრდილშია, განსხვავებით მისი წინამორბედის, ხოსეპ გვარდიოლასგან, რომელიც "ბარსაში" მუშაობისას ყოველთვის უმთავრესი ფიგურა იყო.
კლოპის ქარიზმატულობასაც ვერ დავაყენებთ ეჭვქვეშ. ეს მას ყოველთვის დაჰყვება გუნდიდან გუნდში. ის თავის ზღვა ენერგიას ფეხბურთელებს უნაწილებს, მაგრამ მაინც ახერხებს, იყოს ზეემოციური, იყოს თამაშში ჩართული თავიდან ფეხებამდე, რაც მის შეგირდებსაც არ აძლევს მოდუნების უფლებას.
მზადყოფნა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კლოპი კარგა ხანია, მომწიფდა გაცილებით დიდ კლუბში სამუშაოდ. მის ყველა გუნდს განსაზღვრული ჰქონდა ჭერი, რომელსაც, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ გასცდებოდა. არადა, ბუნდესლიგაში ორგზის გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, თითქოს, მისი საქმიანობა გრანდებსაც უნდა დაეფასებინათ. მართალია, მედია ყოველთვის წერდა მისით "რეალის", "ბაიერნის", "იუნაიტედის", თვით "ბარსელონას" ინტერესზეც კი, მაგრამ საბოლოოდ, ის აღმოჩნდა "ლივერპულში", რომელსაც აშკარად დაატყო თავისი ხელი.
კლოპს ზურგს უმაღლეს დონეზე მუშაობის 16-წლიანი პრაქტიკა უმაგრებს. არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ მას "ბარსელონაში" გამოუვა ის საქმე, რასაც მისგან ელიან, მაგრამ შანსს კი ნამდვილად იმსახურებს.
მინუსი
ფასი"ლივერპულის" ხელმძღვანელობა წინა ნახევარი სეზონით კმაყოფილი დარჩა და ზაფხულში კლოპს კონტრაქტი გაუგრძელა და "ენფილდზე" 2022 წლამდე დატოვა. ასეთ შემთხვევაში, "ბარსელონას" ძალიან ძვირი დაუჯდება "წითლებთან" კომპენსაციაზე მორიგება, რაც აუცილებლად მიუკაკუნებს დაახლოებით 5-6 მილიონ ევროს.
ფინანსურ "ფეარ პლეისთან" მწყრალად ყოფნის გამო კატალონიელები თვით ლიონელ მესისაც ვერ უგრძელებენ ხელშეკრულებას. ეს პრობლემა რომ გადაჭრას, "ბარსას" უფროსობა მზად არის, შეელიოს რამდენიმე ფეხბურთელს და გამოთავისუფლებული თანხა მესის ახალი კონტრაქტისთვის "გადაისროლოს". ასეთ დროს კი ახალი მწვრთნელის დაქირავება, რომელსაც დამატებითი სოლიდური ფინანსური სახსრები დასჭირდება, ეკონომიკურად მიუღებელი უნდა იყოს "ბლაუგრანას" ბორდისთვის.
გამოცდილება
ზემოთ ვთქვით, რომ კლოპი უკვე მომწიფდა "ბარსელონას" რანგის გუნდში მუშაობისთვის, მაგრამ ამას ერთი მინუსიც ახლავს - გერმანელს არ აქვს ესპანეთში მუშაობის გამოცდილება. აქ გვესმის კონტრარგუმენტი - კი, მაგრამ პეპ გვარდიოლას ან ლუის ენრიკეს რა დიდი გამოცდილება ჰქონდათ, ამხელა გიგანტი რომ ჩააბარესო? მართალს ბრძანებთ, მაგრამ ერთიც და მეორეც, როგორც იტყვიან, "ბარსას" სისხლი და ხორცი იყო, რაც ერთობ დიდი ავანსია დიდ საქმესთან შეჭიდების წინ.
აქ კლოპს გაცილებით მძიმე წნეხის ქვეშ მოუწევს მუშაობა. "კამპ ნოუზე" რომ ხარ, ან პრიმერა უნდა მოიგო, ან ჩემპიონთა ლიგა, სხვა შედეგს იქ უეჭველი ფიასკოდ ჩაგითვლიან და ბარგის ჩალაგება მოგიწევს.
ესეც არ იყოს, კლოპს ახასიათებს გაუწონასწორებელი საქციელი უშუალოდ თამაშისას, რასაც კატალონიური პუბლიკა ნამდვილად არ მიესალმება. ამგვარ გარემოსთან ადაპტაციისთვის კი, ცხადია, მას დრო დასჭირდება, ოღონდ, ეგ არის - "ბარსელონაში" დროს არ იძლევიან, ყოველ შემთხვევაში, ბევრს - არა.
ავტორიტეტი
თითო-ოროლა ვარსკვლავი კლოპს "ლივერპულშიც" ჰყავს, მაგრამ მესის, ნეიმარის, სუარესისა და ინიესტას რანგი სულ სხვაა. ამ კვარტეტთან შეხმატკბილებული ცხოვრება ბევრს არ გამოსვლია და ლუის ენრიკესაც თუ რამ იმსხვერპლებს, სწორედ ეს იქნება, "დამოკლეს მახვილივით" რომ ჰკიდია "ბარსას" მწვრთნელების თავზე...
რა თქმა უნდა, კლოპის მიღწევათა ჩამონათვალი ფრიად სოლიდურია, მაგრამ "ბარსელონაში" წარმატება ექნება იმ მწვრთნელს, ვინც ამ დონის ვარსკვლავებთან თანაცხოვრებას შეძლებს. არადა, ჰერ იურგენს, ამგვარი გამოცდილების ნატამალიც არ გააჩნია. გარკვეულ დრომდე ამას წარმატებით ახერხებდა ფრანკ რაიკაარდი, გარკვეულწილად - გვარდიოლაც, ოღონდ პეპი ამ პრობლემას თავისებურადაც აგვარებდა - იმ ფეხბურთელებს, რომელთან ურთიერთობაც ვერ აეწყობოდა, აიძულებდა, გუნდიდან წასულიყვნენ. ამის ნათელ მაგალითად თუნდაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოდგება...
მაგრამ დავუბრუნდეთ კლოპს. ამბობენ, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის არჩევისას გუნდის წამყვანი მოთამაშეების აზრსაც ითვალისწინებენ. ისიც ვიცით, რომ თავის დროზე ხერარდო მარტინოს დანიშვნაში მესისთან მისმა ახლო ურთიერთობამ ითამაშა დიდი როლი. მაგრამ ახლა თუ ისურვებს მესი და კომპანია გერმანელს მთავარ მწვრთნელად? - აქ დიდი კითხვის ნიშანია.
და კიდევ ერთი - "ბარსელონაში" წასვლის შემთხვევაში, კლოპი, დიდი ალბათობით, თან წაიყვანს ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიოსაც, რაც გუნდურ ატმოსფეროზე გარკვეულ ნეგატიურ როლს ითამაშებს...
მოკლედ, დაველოდოთ და ვნახოთ... კლოპის გარდა, უთუოდ სხვა კანდიდატურებიც იქნებიან...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გამოდით ამ კლიშედან რო ბარსა=სანახაობას ბოლო 4 წელია ბარსას სანახაობრივი თამაში ჰაა ჰაა 10 ჯერ ეთამაშოს დანარჩენი ბურთის ტრაკა ტრუკია. არც რეალის ფანი ვარ და არც რამე პროსტა რადი სპრავიდლოვოსტი რა :))