ლა ლიგა. XXIV ტური: "სევილიამ" დერბი მოიგო და "რეალს" დაეწია

AutoSharing Option
25 თებერვალს ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

სევილიის დერბიში თავიდან "ბეტისი" დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში "სევილიამ" გაბრიელ მერკადოსა და ვისენტე იბორას გოლების წყალობით 2:1 იმარჯვა და ქულებით ლიდერ "რეალს" გაუთანაბრდა.

ხორხე სამპაოლი (სევილია): "პირველ ტაიმში "ბეტისი" ფეხბურთის ყველა პარამეტრით გვჯობდა და მეორეშიც ისევე რომ გვეთამაშა, ვეღარაფერი გვიშველიდა. გუნდმა გაჭირვებაში თავი დიდებულად გამოავლინა. ძალიან კარგია, რომ თუნდაც დროებით, ლიგის ლიდერს ქულებით გავუთანაბრდით. ბიჭებს უკვე ვუთხარი, რომ თუ ოდესმე კიდევ ისე ვით
ამაშებთ, როგორც პირველ ტაიმში, ვერანაირ მიზანს ვერ მივაღწევთ ამ სეზონში".

"რეალის" მძლეველი "ვალენსია" ბასკეთში 1:2 დამარცხდა "ალავესთან". ამ თამაშის მიწურულს გააძევეს "სამეფო კლუბთან" მატჩის გმირი ფაბიან ორელიანა.

სხვა თამაშებში "ლეგანესმა" 4:0 გაანადგურა "დეპორტივო", ხოლო ეიბარმა 3:0 მოუგო "მალაგას".

შაბათი. 25 თებერვალი
ალავესი-ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 სოლერი (70), 1:1 იბაი (78), 2:1 კატაი (86)
გაძევება: ორელიანა (88. ვალენსია)

ბეტისი-სევილია 1:2
გოლები: 1:0 დურმისი (36), 1:1 მერკადო (56), 1:2 იბორა (76)

ლეგანესი-დეპორტივო 4:0
გოლები: 1:0 შიმანოვსკი (19), 2:0 მანტოვანი (30), 3:0 უ. ლოპესი (81), 4:0 ბუენო (91)
გაძევება: ალბენტოსა (62)

ეიბარი-მალაგა 3:0
გოლები: 1:0 ადრიანი (43), 2:0 ადრიანი (50-პენ), 3:0 ენრიჩი (52)
გაძევება: როსალესი (71)

პარასკევი. 24 თებერვალი
ლას პალმასი-სოსიედადი 0:1

კვირა. 26 თებერვალი
ესპანიოლი-ოსასუნა 15:00
ატლეტიკო-ბარსელონა 19:15
ბილბაო-გრანადა 21:30
სპორტინგი-სელტა 21:30
ვილიარეალი-რეალი 23:45

1. რეალი - 52 ქულა; 2. სევილია - 52; 3. ბარსელონა - 51; 4. ატლეტიკო - 45; 5. რეალ სოსიედადი - 44.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული