ლა ლიგა. XXIX ტური: "ატლეტიკოს" ტური [VIDEO]

AutoSharing Option
ხოსე ანტონიო რეიესი უკვე 33 წლისაა. "სევილიას", "არსენალის", "რეალისა" და "ატლეტიკოს" ყოფილ ვარსკვლავს სიჩაუქე ძველებურად არ მოსდგამს და ამიტომ მხოლოდ ეპიზოდურად ათამაშებენ, მაგრამ კლასი "ესპანიოლის" მარცხენა გარემარბს არსად დაუკარგავს, რაც "კორნელიაზე" "ბეტისთან" მატჩის ბოლო წუთზეც დაამტკიცა, ულამაზესი შორეული გოლით მან კატალონიურ გუნდს სამი ქულა მოუპოვა - 2:1.

ამას ისიც დავურთოთ, რომ "სევილიას" გაზრდილი ფეხბურთელისთვის "ბეტისის" გამწარება ორმაგად სასიამოვნო უნდა იყოს.

"ეიბარის" ხელმძღვანელობას უნდა უხაროდეს, რომ ლა ლიგაში ჯერ არ შემოუღიათ ვიდეორეფერის პრაქტიკა, რადგან, სხვა მხრივ, ამ ბასკურ გუნდს მატჩის შემოტრიალება
ყოფილ "ელ მადრიგალზე" ალბათ, არ გამოუვიდოდა. მსაჯმა მასპინძელთა კარში მოგონილი პენალტი დანიშნა, რომელიც გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა. აი, ასე ჩაიყარა წყალში იტალიელი რობერტო სორიანოს დუბლი, "ვილიარეალი" კი ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებას ემშვიდობება.

ოსკარ დე მარკოსს გამთამაშებლის ინსტინქტები აქვს. ამიტომაც სულაც არ იყო საკვირველი "ბილბაოს" მარჯვენა მცველის ორი საგოლე პასი "ოსასუნასთან" ნავარულ-ბასკურ დერბიში. მან ჯერ არიც ადურისს სეზონში მე-10 გოლი გაატანინა, შემდეგ კი არც ინიაკი ვილიამსი გააწბილა. თუ დიდი სასწაული არ მოხდება, "ოსასუნა" ელიტას დაემშვიდობება.

"ატლეტიკოს" კიდევ ერთმა კონკურენტმა, "რეალ სოსიედადმა" წაიფორხილა, როცა "ლეგანესს" ვერ მოუგო. ბასკებს ზედიზედ ორი ტური არ ჰქონდათ გოლი გატანილი. ეს უსიამოვნო სერია მათ შეწყვიტეს, მეხუთეზეც აინაცვლეს, მაგრამ კოკისპირული წვიმის აკომპანემენტში ჩამთავრებული მატჩით მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ.

ფერნანდო ტორესმა კარიერაში პირველად შეასრულა ორი საგოლე პასი ლა ლიგის მატჩში, ხოლო დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" თავისივე მოედანზე "მოახრჩო" "მალაგა". აღსანიშნავია, რომ სიმეონეს დებიუტი 5 წლის წინათ "ატლეტიკოს" თავკაცის სტატუსით ამ სტადიონზე ჰქონდა და შაბათს გოლები იმ ხუთი ფეხბურთელიდან ორმა გაიტანა, რომლებიც არგენტინელი მწვრთნელის დებიუტის შემდეგ კვლავ შემორჩნენ "ატლეტიკოში".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ყველაზე მეტად, რაც მომწონს, ის არის, თუ, როგორ უმკლავდებიან ჩემი ფეხბურთელები სირთულეებს. მეტოქემ განსაკუთრებით პირველ ტაიმში შეგვიქმნა ბევრი პრობლემა. როცა ბევრს იბრძვი, მომენტებიც გექნება. მიუხედავად იმისა, რომ ბურთი თითქმის არ გვქონდა, 4 საგოლე შანსი მაინც შევქმენით. გახარებული და ამაყი ვარ, სამი უმნიშვნელოვანესი ქულა მოვიპოვეთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიმეონეს გასახარად, მეორე დღეს "ატლეტიკოს" კიდევ ერთმა კონკურენტმა გაანიავა ქულები. ხორხე სამპაოლიმ თავის თავს დააბრალოს, "სევილიამ" ზედიზედ ოთხ ტურში ვერ მოიგო, მაშინ, როცა მადრიდელებმა ოთხივე ტურში იმარჯვეს. შედეგად, ახლა მესამე ადგილზე უკვე "ატლეტიკოა" და არა "სევილია". ანდალუსიელებმა გადარჩენისთვის მებრძოლი ხიხონის "სპორტინგი" ვერ დაამარცხეს. მოკლედ, ზეშემტევი "სევილიასგან" თითქმის აღარაფერი დარჩა, სამპაოლის გუნდი მარათონისთვის მზად არ აღმოჩნდა.

"რეალმა" უპრობლემოდ დაამარცხა "ალავესი", თუმცა ტრავმის გამო რაფაელ ვარანი დაკარგა. ზინედინ ზიდანის გუნდმა ზედიზედ 50-ე მატჩში შეძლო გოლის გატანა. ფრანგი სპეციალისტი კმაყოფილია, მატჩის შემდეგ მან განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს, სეზონის ბოლოს ისკომ კონტრაქტი გაახანგრძლივოს "სამეფო კლუბთან".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვალენსიას" წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის დიეგო ალვეშს. ბრაზილიელმა გოლკიპერმა, აგერ, უკვე 21-ე პენალტი მოიგერია პრიმერაში, რამაც "დეპორტივოს" ფეხბურთელებზე ისე იმოქმედა, რომ "მესტალიაზე" 0:3 დათმეს და მასპინძლებს გოლების გატანაში თავად "დაეხმარნენ".

გილერმე ოჩოას "სეივები" საკმარისი არ აღმოჩნდა, ლეო მესის გარეშე მოთამაშე "ბარსელონას" პრობლემები არ ჰქონია "გრანადასთან" მატჩში, ნეიმარის წყალობით კი ბოლოს დიდი ანგარიშიც დაფიქსირდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIX ტური
ესპანიოლი-ბეტისი 2:1
გოლები: 0:1 რუბენ კასტრო (78-პენ), 1:1 ფუეგო (87), 2:1 ხოსე რეიესი (90)
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ხავი ლოპესი (83. ალვარო ვასკესი), დავიდ ლოპესი, დიეგო რეიესი, მარტინი - პიატი, ფუეგო, ვიქტორ სანჩესი, ხურადო (56. მელენდო) - კაისედო (56. ხოსე რეიესი), ჟერარდ მორენო
ბეტისი (5-3-2): ადანი - რაფა ნავარო, ბრუნო გონსალესი, პეცელა, ტოშკა, დურმისი (71. ხოაკინი) - ბრაშანაცი (89. ალეხანდრო მარტინესი), პარდო, სებალიოსი - სანაბრია, რუბენ კასტრო (80. პეტროში)
მაყურებელი: 21 138

ვილიარეალი-ეიბარი 2:3
გოლები: 1:0 რობერტო სორიანო (18), 1:1 პედრო ლეონი (48-პენ), 1:2 კიკე (54), 1:3 ინუი (77), 2:3 რობერტო სორიანო (89)
ვილიარეალი (4-4-2): ანდრეს ფერნანდესი - მარიო გასპარი, ალვარო გონსალესი, ბონერა, ხუამე კოსტა - კასტილიეხო (59. ჯონათან დოს სანტოსი), ბრუნო სორიანო, ტრიგეროსი (59. ადრიან ლოპესი), რობერტო სორიანო - სოლდადო, ბაკამბუ (80. სანტოს ბორე)
ეიბარი (4-4-2): იოელი - კაპა (40. ლუნა), რამისი, ლეჟონი, არბილია (64. გალვესი) - პედრო ლეონი, დანი გარსია, ესკალანტე, ინუი - კიკე (77. რივერა), ენრიჩი
მაყურებელი: 15 832

ოსასუნა-ბილბაო 1:2
გოლები: 0:1 ადურისი (12), 0:2 ვილიამსი (79), 1:2 სერხი ლეონი (79)
ოსასუნა (3-5-2): სირიგუ - ოიერი, უნაი გარსია, დავიდ გარსია - ბუნუელი (82. ოლავიდე), ჩაუშიჩი, მერიდა, დე ლას კუევასი (71. ბერენგერი), კლერკი - რივიერი, რიერა (66. სერხი ლეონი)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ლაპორტი, ბოვედა, ბალენზიაგა - ბენიატი (79. მიკელ რიკო), სან ხოსე - ვილიამსი, რაულ გარსია (61. იტურასპე), მუნიაინი (69. ლეკუე) - ადურისი
მაყურებელი: 15 694

სოსიედადი-ლეგანესი 1:1
გოლები: 0:1 შიმანოვსკი (29), 1:1 ხუანმი (53)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ოდრიოზოლა, რაულ ნავასი, ინიგო მარტინესი, ბერჩიჩე - ბერგარა (76. გაზტანიაგა), ზუბელდია (65. ოიარზაბალი) - ჩაბი პრიეტო, კანალესი, ხუანმი - ვილიან ჟოზე (78. იონ ბაუტისტა)
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ტიტო, მანტოვანი, სიოვასი, დიეგო რიკო - მორანი, რუბენ პერესი - სამუელ გარსია (61. უნაი ლოპესი), გაბრიელი (71. ინსუა), შიმანოვსკი - გერერო (84. ბუენო)
მაყურებელი: 18 891

მალაგა-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 კოკე (26), 0:2 ფილიპე ლუიში (74)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, დიეგო ლორენტე, ლუის ერნანდესი, მიგელ ტორესი (15. რიკა) - ნაჩო კამაჩო, ხოსე როდრიგესი (60. რესიო) - კეკო (72. მაიკლ სანტოსი), ფორნალსი, ხუან კარლოსი - სანდრო რამირესი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ლუკას ერნანდესი, სავიჩი, ფილიპე ლუიში (88. ხოსე ხიმენესი) - კოკე, თომასი (53. ა. კორეა), გაბი, საულ ნიგესი - გრიზმანი (84. გოდინი), ფერნანდო ტორესი
მაყურებელი: 26 912

სევილია-სპორტინგი 0:0
სევილია (4-2-3-1): სერხიო რიკო - მარიანო, პარეხა, ლონგლე, სარაბია - კრანევიტერი (60. იბორა), ნ'ზონზი - ხოაკინ კორეა (81. ვიეტო), ნასრი, ვიტოლო - ბენ იედერი (60. იოვეტიჩი)
სპორტინგი (4-3-3): კუელიარი - ლილიო კასტელიანო, ბაბენი, ამორებიეტა (67. ხუან როდრიგესი), კანელია - სერხიო ალვარესი, ვესგა, ხავი ტორესი - კარმონა, კარლოს კასტრო (72. ლასინა ტრაორე), ბურგუი (81. ისმა ლოპესი)
მაყურებელი: 31 315

რეალი-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ბენზემა (31), 2:0 ისკო (85), 3:0 ნაჩო (88)
რეალი (4-3-3): კასილია - დანილო, პეპე, ვარანი (11. კარვახალი), ნაჩო - მოდრიჩი (68. კოვაჩიჩი), კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა (81. ლუკას ვასკესი), რონალდო
ალავესი (5-4-1): პაჩეკო - ტოკერო, ლაგუარდია, ელი, ფედალი, თეო ერნანდესი - ედგარ მენდესი (75. კატაი), კამარასა (84. კრისტიან სანტოსი), მანუ გარსია, იბაი გომესი (69. ოსკარ რომერო) - დეივერსონი
მაყურებელი: 76 875

ვალენსია-დეპორტივო 3:0
გოლები: 1:0 გარაი (10), 2:0 ალბენტოსა (29 ს. კ.), 3:0 კანსელო (90)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მონტოია, გარაი, აბდენური, გაია (83. კანსელო) - ენცო პერესი (75. სიკეირა), პარეხო - ელ ჰადადი, სოლერი, ორელიანა - ძაძა (78. მინა)
დეპორტივო (4-4-2): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფერნანდო ნავარო - ხილი, გილერმე, ბერგანტინიოსი (70. მარლოს მორენო), ფახრი (46. ჩოლაქი) - ხოსელუ, ანდონე
გამოუყენებელი პენალტი: ფახრი (8)
მაყურებელი: 34 638

გრანადა-ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ლუის სუარესი (44), 1:1 ბოგა (50), 1:2 პაკო ალკასერი (64), 1:3 სონიე (83 ს. კ.), 1:4 ნეიმარი (91)
გრანადა (5-4-1): ოჩოა - ფულკიე, სონიე, ლომბანი, გასტონ სილვა (78. კუენკა), ექტორ ერნანდესი - ვაკასო, ანგბანი (46. ბოგა), უჩე აგბო, ანდრეას პერეირა - კრავეცი (55. ადრიან რამოსი)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, მასკერანო, მატიო, ალბა - რაკიტიჩი (87. ალენია), ბუსკეტსი, ანდრე გომეში (67. ინიესტა) - რაფინია (17. პაკო ალკასერი), ლუის სუარესი, ნეიმარი
გაძევება: უჩე აგბო (82)
მაყურებელი: 18 678

ორშაბათი. 3 აპრილი
სელტა-ლას პალმასი 22:45

ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

მომდევნო ტური
4 აპრილი:
ბილბაო-ესპანიოლი, ბეტისი-ვილიარეალი, ატლეტიკო-რეალ სოსიედადი;

5 აპრილი:
ბარსელონა-სევილია, ალავესი-ოსასუნა, სპორტინგი-მალაგა, დეპორტივო-გრანადა, ლეგანესი-რეალი;

6 აპრილი:
ეიბარი-ლას პალმასი, ვალენსია-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული