ლიონელ მესი - სტუმარი უცხო პლანეტიდან

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ფეხბურთში არ არსებობს ღმერთი. ყოვლისშემძლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ესაა - არსებობს უცხოპლანეტელი, რომელიც ძალიან ხშირად ისეთ რამეებს აკეთებს, რაც ჩვენი პლანეტის მცხოვრებთთათვის უდავოდ წარმოუდგენელია.

"იუვენტუსთან" მატჩში ჩვენ ვნახეთ ლიონელ მესის არაერთი არაზუსტი დარტყმა. ვნახეთ მისი უკმაყოფილო გრიმასები, არაზუსტი პასები. მაშინ, ალბათ, ბევრმა იფიქრა, რომ ის აღარ იყო, რაც ადრე და რომ ის დიდი ალბათობით, ვერც ვერასოდეს დაუბრუნდებოდა ძველ სიმაღლეებს.

"იუვენტუსის" კარში იდგა ჯიჯი ბუფონი და მესიმ ვერც ამჯერად გაუტანა მას. "ბარსელონას" კი აღარ გამოუვიდა სასწაული, რომელიც მან
"პარი სენ-ჟერმენთან" შეხვედრაში ჩაიდინა. ალბათ იმიტომაც, რომ არც ტურინში და არც ბარსელონაში მესი თითქმის არაფრით გამორჩეულა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არც ფრანგულ კლუბთან საშინაო შეხვედრაში არ გაუბრწყინია არგენტინელს და სადაც იმ მატჩში მის გმირობაზე ვიტყვით, სხვებისა უფრო მეტად უნდა შევაქოთ.

და უცბად ხდება დიდი გარდაქმნა. მესის დიდებული გოლებითა და თამაშით "ბარსელონამ" მოიგო უმნიშვნელოვანესი კლასიკო და ესპანეთის ჩემპიონობის სოლიდური შანსი შეირჩინა. თამაშიცაა და თამაშიც: მშვენიერი იყო რაკიტიჩის გოლი და დასაწუნი არაფერი ჰქონდა სერხი რობერტოს საენდშპილო რეიდს, მაგრამ ორი აზრი არაა: კლასიკო მესიმ მოიგო. სწორედ მან დაადუმა 85- ათასიანი "სანტიაგო ბერნაბეუ".

ეს კლასიკო განსაკუთრებული გამოვიდა და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლიონელის დიდებული თამაშის გამო. მესიმ რაც გააკეთა, ის შეუძლია მხოლოდ გენიას და ხშირად ისიც ვერ გვიჩვენებს ასეთ ფოკუსებს.

ხოლო ის, რაც მან გვიჩვენა საფინალო სასტვენამდე ათი წამით ადრე, ნიშნავს მხოლოდ ერთს: ჩვენს შორის არ არის რეალური ადამიანი. ჩვენს შორის არის უცხოპლანეტელი სტუმარი. მოდი, ნუ გამოვიყენებთ სიტყვას "ღმერთი".

დავტოვოთ ის, როგორც ყველაზე მაღალის, შეუცდომლის სიმბოლო. და თუ ეს ასეა, მაშინ ყველაზე მოკრძალებული, რასაც მესი იმსახურებს, უცხოპლანეტელის ტიტულია.

ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერს ვერ უძლებს. მესიმ კი მართლაც რომ გაუძლო. თუნდაც იმიტომაა ის ყველაზე დიდი, რომ ამ ორომტრიალში შეძლო და "ბერნაბეუზე"ასეთი დიდი, მართლაც რომ დაუვიწყარი შოუ დადგა.

საწყენია, რომ დღეს ფეხბურთი ერთი დიდი ბიზნესი გახდა თავისი ყბადაღებული ტრანსლაციებით. ეს იყო დიდი მატჩი, რომელიც უნდა ენახათ იმ ბავშვებს, ხვალ დიდი ფეხბურთის თამაში რომ სურთ. უნდა ენახათ ძველ, ბევრის მომსწრე ქომაგებს და დარწმუნებულიყვნენ, რომ ტყუილად არის აზრი გავრცელებული, თითქოს, თანამედროვე ფეხბურთში სანახაობა საბოლოოდ მოკვდა. რომ ის აღარ არსებობს და რომ ყველაფერს პრაგმატიზმი წყვეტს.

მთლიანობაში ასევე დიდებულად მოთამაშე "რეალმა" სულ რამდენიმე წუთით გაურია თავის ქმედებაში პრაგმატიზმი და ეგრევე დაისაჯა.

როგორც ჩანს, მესის შესაძლებლობებს ზღვარი მართლაც რომ არ აქვს. მასზე არ მოქმედებს ის, რომ სასამართლოში მისი საქმე გადამწყვეტ ფაზაშია შესული. რომ გუნდში საქმეები მთლად კარგად არ მიდის. რომ ჟურნალისტებმა მას "შავი სიის" შედგენა დააბრალეს, სადაც. თითქოს, იმ ფეხბურთელების ვინაობა წერია, რომელთა გუნდიდან გაშვებასაც მესი ითხოვს.

მასზე არც ის მოქმედებს, რომ "იუვენტუსთან" ორრაუნდიანი მატჩის შემდეგ მესი მსოფლიოს სპორტულმა მედიამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. არაფრით აგდებს მარსელოს ძალიან მწარე ძალიან ალიყურს, რომლის გამოც, წესით, "რეალი" გაცილებით ადრე უნდა დარჩენილიყო ათი კაცით.

არიან ადამიანები, რომლებზეც არაფერი მოქმედებს. როგორც ჩანს, მესიც რკინისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამდენს ნამდვილად ვერ გაუძლებდა და ვერ შემოგვთავაზებდა იმ სანახაობას, რომელიც მესიმ დადგა.

სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. მართალია, "ბარსელონა" აღარ არის ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მესისათვის ახლა მთავარი შეჯიბრება პრიმერაა. მან თუ ასე ითამაშა, "ბარსელონას" შეჩერება დარჩენილ მატჩებში ძალიან რთული იქნება.

ჩვენ კი ვისურვოთ, რომ რაც შეიძლება, მეტი ასეთი შეხვედრა ვნახოთ, რადგან დღეს, როცა ფეხბურთში პრაგმატიზმმა მთავარი ადგილი დაიკავა, სანახაობა იშვიათი ხილი გახდა. ეს იყო მესიჯი სხვა კლუბებისათვის: თუ "რეალმა" და "ბარსელონამ" ეს შეძლეს, სხვებმაც უნდა მოახერხონ.

- ლა ლიგა. XXXIII ტური: ლეოს მეხუთასემ "ბერნაბეუ" დაადუმა [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ამის დაწერის მერე მართლა მეცოდები. ბარსას ფანობამ ასე როგორ დაგიხსო რეალობის აღქმის და საღად შეფასების უნარი? რეალს ვგულშემატკივრობ მაგრამ ბევრჯერ მისიამოვნია ბარსას თამაშით - ბარსა იყოს მაგარი და იმას ჯობდეს რეალი ის მინდა და არა მილანივით გაფარჩაკებულს. არგენტინის ფანი ვარ ბავშვობიდან, მაგრამ მესი რომ ვერ ქაჩავს ნაკრებში და რიგით ფეხბურთელზე ქვემოთ არის საჭირო დროს მაგის აღიარება არ მიჭირს. რონალდოს სუპერ ფეხბურთელობას კი მანჩესტერშიც ვხედავდი. ისე რეალი პრაქტიკულად ფინალშია და რონალდომ 8 გოლი გაიტანა ბოლო სამ ლიგის თამაშში. დაბრმავებული ვარ და მეჩვენება ესეც?
mecodebit-s
03 მაისი 2017 02:45
0
ესა სჯობია და ისა სჯობია!მაგას ისა სჯობია,უყუროთ მათ თამაშს და ისიამოვნოთ.ყველა დროს თავისი გმირი ჰყავს და თანამედროვეობის გმირები ესენი არიან,რა თქმა უნდა არა მხოლოდ ესენი ,მაგრამ დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთში ეს ორი ფეხბურთელი სხვებზე მაღლა დგანან.ასე რომ უყურეთ და მიიღეთ სიამოვნება მათი ოსტატობის ცქერით.
სოსო
02 მაისი 2017 11:06
0
ეს რეალის ფანები რამ დაგაბრმავათ და დაგაყრუათ? ეს ხომ ორჯერ ორია რომ სტატისტიკა ნახოთ 2008-დან დღემდე ბარსა რეალის ურთიერთშეხვედრების, მესი რონალდოს მიერ გატანილი გოლები და მნიშვნელობა დაითვალეთ და მერე ილაპარაკეთ რომელი ვერ თამაშობს პრინციპულ მატჩს და რომელი უფრო მაგარია. ისე რეალს რაც შეეხება, ისეთი ფარჩაკ გუნდს როგორ ქომაგობთ არ გიტყდებათ? რომელმაც რაული და კასილასი ატირებული გაყარა ბოლო დონის ადამიანებივით, ადამიანები რომლებმაც ეპოქა შექმნეს რეალში. ბოლო კლასიკოს შემდეგ კარვახალმა რომ თქვა ყველა მადრიდისტა ნახმარი ვართო, ამის შემდეგ არ გიტყდებათ მადრიდისტობა და მაგეთი ხალხის ფანობა რომელიც ასე გიხსენიებთ? საკუთარ თავზე მაღლა როგორ აყენებთ ამ ბანძებს?
mecodebit
02 მაისი 2017 10:47
0
მესი არის ფენომენი, ანუ ადამიანი რომელსაც ბუნებით აქვს მინიჭებული უსაზღვრო ნიჭი, რომელსაც თავისთავად, ზედმეტი მონდომების გარეშე გამოსდის ის რასაც სხვები, თუნდაც კარგი ფეხბურთელები ვერასდროს შეძლებენ. ბოლო პერიოდში მე ვერ ვიხსენებ ვინმეს ვისაც შეიძლება ფენომენი უწოდო. ერთადერთი იყო დიდი რონალდო. თვით ზიდანიც კი არ ყოფილა ფენომენი. ფენომენის გარდა არსებობენ კარგი ფეხბურთელები და არსებობენ სუპერვარსკვლავები, რომლებმაც ყველაფერი შეძლეს და ყველაფერი დაამტკიცეს. ასეთი რონალდუ, თუმცა მისი შედარება მესისთან მაინც არ შეიძლება იმიტომ რომ რონალდუ არ არის ფენომენი, ის არის ნიჭიერრების, შრომისა და მონდომების ნაზავი. არც ის არის სწორი თითქოს მესი ვერ იგებს გადამწყვეტ თამაშებს და როონალდუ პირიქით. მე გეტყვით ძალიან ბევრ თამაშს რომელიც პირადად მესის მოუგია. ბაიერნს რაც შეეხება, მთელი ლოგიკის ოფსაიტიდან გატანილ გოლებზე აგება არ შეიძლება. რომ არა მსაჯი რონალდუ ისე იქნებოდა მაგ თამაშში ჩაკარგული როგორც არაერთხელ ყოფილა. ევროპის ჩემპიონი კი საერთოდ მის გარესე გახდა პორტუგალია და ზოგადად მგონია რომ ევროპას ჰყავს სამარცხვინო ჩემპიონი იმიტომ რომ რაც პორტუგალიამ ითამაშა ამას ჰქვია ანტიფეხბურთი.
fraternity
02 მაისი 2017 10:35
1
რონალდომ ევროპა მოაგებინაო პორტუგალიას რომ იძახით))). რონალდომ კი არა კენჭისყრამ მოაგებინა))) ესპანეთი,იტალია,გერმანია,ინგლისი და ბელგია რომ არ შეგხვდება არცერთი და ისე გახვალ ფინალში... მესმის რომ გულშემატკივრობთ და დიდი ფეხბურთელია მაგრამ მსოფლოზე ჯგეფუდან რომ ვერ გავიდა და აშშ-ს ვერ მოუგო ისიც დაწერეთ მაშინ. ადარედ მესი და რონალდო ერთმანეთს, მაგრამ მარადონას ნუ შეადარებთ ნურცერთს.
...
02 მაისი 2017 10:26
0
მე იუვეს გულშემტკივარი ვარ და ნეიტრალური თვალით ვუყურებ ამ ორი დიდი ფეხბურთელის დუელს.მაპატიონ რონალდოს გულშემატკივრებმა, მაგრამ მარჯვენა ფეხის და სიმაღლის გარდა ვერცერთ კომპონენტში ვერ დავაყენებ მესიზე წინ რონალდოს.რაც შეეხება თვითონ გუნდებს... 2009 წლის მერე როცა რონალდო რელაში გადავიდა სულ 5 ჯერ მოუგო ბარსელონას და 14 ჯერ წააგო.
GEO
02 მაისი 2017 10:01
0
და თვითონ რომელი შექმნა 5-დან? კართან ატუზული რომ დგას სულ და ელოდება როდის დაუღეჭავენ და ჩაუწვდიან ცარიელ კართან? თუ 2 აშკარა თამაშგარე?
sasacilo-s
02 მაისი 2017 10:00
1
ეს ქართველები როგორ ხართ ყველაფერში პროფესორები და სულ განსხვავებული აზრი როგორ უნდა გქონდეთ? მსოფლიომ აღიარა რომ მესი გენიაა და რონალდო უბრალოდ უმაგრესი ფეხბურთელი, რა გჭირთ რაზე დავობთ? სხვათაშორის პროფესორებო ევროპის ოქროს მსოფლიოს ვერცხლი ჯობია................
aeeeeeeeeeeeee
02 მაისი 2017 09:59
0
რონალდოს პორტუგალიის შედარებით სუსტი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებში 71 ბურთი აქვს გატანილი და აქედან მხოლოდ 15 ამხანაგურ თამაშებში.მესი არგენტინის ვარსკვლავურ ნაკრებში 54 ბურთი გაიტანა აქედან 27 ამხანაგურ თამაშებში.თან პორტუგალია ევროპის ჩემპიონი გახდა და რონალდომ 5 უმნიშვნელოვანესი ბურთი გაიტანა.ვინ გამოდის უცხოპლანეტელი.
მხოლოდ ფაქტები
02 მაისი 2017 08:56
1
მესი უცხოპლანეტელი ყოფილა და რონალდო რომელმაც ბაიერნს 5 ბურთი გაუტანა რომელი ცნობილი პლანეტიდანაა? მოიფხანეთ გულები ბარსას ფანებო ღმერთებზე და პლანეტებზე ლაპარაკით,ჩვენ კი მოკვდავები ლა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ.
სასაცილოა
02 მაისი 2017 08:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული