* ლიონელ მესი ლა ლიგაში კლასიკოების საუკეთესო ბომბარდირი გახდა მას მერე, რაც უკან ალფრედო დი სტეფანო ჩამოიტოვა (14 გოლი), ლეოს კი უკვე 16 გოლი დაუგროვდა.
* ლიონელ მესიმ კლასიკოებში სულ 23 გოლი გაიტანა.
* ლიონელ მესიმ ზედიზედ 31-ე კლასიკოზე მიიღო მონაწილეობა და ამ მაჩვენებლით იკერ კასილიასს აჯობა.
* მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 12 "სეივი" მიითვალა, რაც "ბარსელონას" მეკარისთვის რეკორდია 2003/04 წლების სეზონის მერე.
* ლუის ენრიკე "ბარსას" მხოლოდ მეორე მწვრთნელია, ვინც "რეალს" ზედიზედ
* გარეთ ბეილი მესამე ბრიტანელია, ვინც ლა ლიგაში 100 მატჩი ითამაშა.
ლეო მესიმ "სანტიაგო ბერნაბეუზე", ელ კლასიკოს 92-ე წუთზე ჟორდი ალბას გამჭოლი პასი მიიღო ფლანგიდან, მას სივრცე დიდებულად გაუთავისუფლა ლუის სუარესმა, არგენტინელმა კი 10 კაცით მოთამაშე "რეალის" კარი მეორედ აიღო, "ბარსას" 3:2 მოაგებინა და საჩემპიონო ინტრიგაც გააცოცხლა.
კიდევ ერთხელ გამყარდა იმ ადამიანთა არგუმენტები, რომელთაც ძალიან სურთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კლასიკოს ნახვა (რაც არასოდეს მომხდარა) - "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებამ გაამართლა და თანაც, როგორ! ხუთი გოლი, ერთი გაძევება და სუპერდრამატული ფინალი ვიხილეთ.
მესიმ კაზემიროს გოლს პირველ ტაიმში უპასუხა, მეორეში კი გუნდებმა კიდევ უკეთესი ფეხბურთი შემოგვთავაზეს. ივან რაკიტიჩმა "ბარსა" ულამაზესი გოლით დააწინაურა, რასაც სერხიო რამოსის გაძევება (მესის წინააღმდეგ იუხეშა) მოჰყვა. მიუხედავად ამისა, "რეალმა" გათანაბრება შეძლო, ხამეს როდრიგესმა იყოჩაღა.
ეს ანგარიში ზინედინ ზიდანის გუნდს ძალიან აწყობდა, მაგრამ... 92-ე წუთზე ყველაფერი სერხი რობერტოს სოლო-რეიდით დაიწყო და მესის გამარჯვების გოლით დასრულდა - "ბარსა" პირველია, მაგრამ "რეალს" ერთი თამაში რეზერვში რჩება.
ხორხე სამპაოლიმ თქვა, არგენტინის ნაკრებზე ხმებს იმიტომ მიგორებენ, რომ "სევილიაში" მისაღწევ მიზნებს მოვწყდეო. აი, ამ საოცარი ფრაზის პატრონმა გაიხსენა, რომ გუნდში ჰყავს ბრაზილიელი პაულო ენრიკე განსო, საკმაოდ კარგი ფეხბურთელი, რომელიც ას დღეზე მეტია, მოედანზე არ გაუყვანია.
"გახსენებულმაც" მწვრთნელს მადლობა დუბლითა (მისი პირველი გოლები "სევილიას" მაისურით ლა ლიგაში) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობით გადაუხადა "გრანადასთან" ანდალუსიურ დერბიში (2:0). დღევანდელი "გრანადა" კი ისეთივე შაყირია, როგორც მისი ახალი თავკაცის, "არსენალის" ლეგენდა ტონი ადამსის მწვრთნელობა.
"ვალენსიას" უგერგილო მარცხს მალაგაში არც ვახსენებდით, რომ არა ესეკიელ გარაის ტრავმა, არგენტინელ მცველს ბურთი თავში მოხვდა, მან გონება დაკარგა და ყველა შეაშინა. საბედნიეროდ, გარაიმ კლინიკაში მოიხედა და მხოლოდ ტვინის შერყევით იოლად გამოვიდა.
ბარსელონაში 1:0 იმარჯვა "ატლეტიკომ", გამარჯვების გოლი კი "ესპანიოლის" კარში ანტუან გრიზმანმა გაიტანა. ანტუანი მეორე ფრანგია, ვინც ლა ლიგაში 100 გოლის გატანა შეძლო.
XXXIII ტური
სევილია-გრანადა 2:0
გოლები: 1:0 განსო (4), 2:0 განსო (46)
სევილია (4-2-3-1): სერხიო რიკო - მარიანო, პარეხა (83. მერკადო), ლონგლე, ესკუდერო - ნ'ზონზი, იბორა - სარაბია, განსო (81. ფრანკო ვასკესი), ხოაკინ კორეა - იოვეტიჩი (81. ბენ იედერი)
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ვეზუ, ლომბანი, სონიე (4. ჰონგლა), გასტონ სილვა (22. კუენკა) - კრჰინი, უჩე აგბო - კარსელა-გონსალესი, ანდრეას პერეირა, ექტორ ერნანდესი (72. სამპერი) - პონსე
მაყურებელი: 31 074
მალაგა-ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 რესიო (36), 2:0 სანდრო რამირესი (40)
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ლუის ერნანდესი, დიეგო ლორენტე, რიკა - რესიო, ნაჩო კამაჩო - ონტივეროსი (72. კეკო), ფორნალსი, ხონი (59. ხუან კარლოსი) - სანდრო რამირესი (87. შარლესი)
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - კანსელო, გარაი (45. ორელიანა), მანგალა, ლატორე - ენცო პერესი, პარეხო - სოლერი, მედრანი (76. ძაძა), ელ ჰადადი (72. ნანი) - მინა
მაყურებელი: 23 089
ვილიარეალი-ლეგანესი 2:1
გოლები: 1:0 ბაკამბუ (68), 1:1 გერერო (90), 2:1 ბაკამბუ (90)
ვილიარეალი (4-4-2): ადნრეს ფერნანდესი - მარიო გასპარი, მუსაჩო, ალვარო გონსალესი, ხაუმე კოსტა - სანსონე (61. კასტილიეხო), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, რობერტო სორიანო (76. ჯონათან დოს სანტოსი) - ბაკამბუ, სოლდადო (87. ადრიან ლოპესი)
ლეგანესი (5-3-2): ერერინი - ვიქტორ დიასი, ბუსტინცა, ინსუა, სიოვასი, მარინი - უნაი ლოპესი (81. სამუელ გარსია), მორანი, გაბრიელი (70. ბუენო) - ლუსიანო (66. ტიმორი), გერერო
მაყურებელი: 16 829
ოსასუნა-სპორტინგი 2:2
გოლები: 1:0 მერე (19 ს. კ.), 2:0 კოდრო (72), 2:1 კანელია (79), 2:2 კარლოს კასტრო (81)
ოსასუნა (5-3-2): სირიგუ - ბუნუელი, ოიერი, ვუიადინოვიჩი (9. მონდრაგონი), ფუენტესი, კლერკი - ჩაუშიჩი, რობერტო ტორესი (75. დე ლას კუევასი), ფაუსტო (56. მერიდა) - კოდრო, სერხი ლეონი
სპორტინგი ხ. (4-3-3): კუელიარი - დუგლასი, მერე, ბაბენი, კანელია - მოი გომესი, ვესგა, სერხიო ალვარესი (70. კარლოს კასტრო) - კარმონა (63. ვიქტორ როდრიგესი), ჩოპი, ბურგუი (89. აფიფი)
მაყურებელი: 14 964
ესპანიოლი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 გრიზმანი (73)
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ხავი ლოპესი (82. მარკ ნავარო), დავიდ ლოპესი, აარონ მარტინი - ხურადო (82. ხოსე რეიესი), ფუეგო, ვიქტორ სანჩესი, პიატი - კაისედო (62. ლეო ბაპტიშტაო), ჟერარდ მორენო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხოსე ხიმენესი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, საულ ნიგესი, ფერეირა-კარასკო (65. გამეირო) - ფერნანდო ტორესი (46. თომასი), გრიზმანი
მაყურებელი: 27 777
სოსიედადი-დეპორტივო 1:0
გოლი: 1:0 ვილიან ჟოზე (28)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ზალდუა, რაულ ნავასი, ინიგო მარტინესი, იური ბერჩიჩე - ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა (73. კანალესი), ჩაბი პრიეტო, ოიარზაბალი (90. გრანერო) - ვილიან ჟოზე (65. ხუანმი)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ლუიზინიო - ბერგანტინიოსი, ბორხესი - კაკუტა (56. ოლა ჯონი), ჩოლაქი (70. ხოსელუ), ფახრი (80. გამა) - ანდონე
მაყურებელი: 19 925
სელტა-ბეტისი 0:1
გოლი: 0:1 ბრაშანაცი (54)
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - ალვარო ლემოსი, სერხი გომესი, რონკალია, პლანასი (63. ხონი) - მარსელო დიასი, რადოია - შეიხი (71. ვასი), ხოსაბედი, ბონგონდა - გუიდეტი (59. ბოვიუ)
ბეტისი (5-3-2): ადანი - რაფა ნავარო, ბრუნო გონსალესი, მანდი, ტოშკა, დურმისი - ბრაშანაცი (89. სეხუდო), პარდო (87. პეტროში), სებალიოსი - ხოაკინი (82. რუბენ კასტრო), ალეგრია
მაყურებელი: 15 851
ლას პალმასი-ალავესი 1:1
გოლები: 1:0 ბოატენგი (44), 1:1 იბაი გომესი (61)
ლას პალმასი (4-2-3-1): რაული - მიჩელი, დავიდ გარსია, ბიგასი, დანი კასტელიანო - მესა, მონტორო - ჰალილოვიჩი (77. ბენიტო), ტანასუ (72. სანტანა), ხესე როდრიგესი - ბოატენგი (83. ლივაია)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ლაგუარდია (15. ელი), ფედალი, ტეო ერნანდესი - მარკოს ლორენტე, მანუ გარსია - ტოკერო (58. რომერო), კამარასა (85. სობრინო), იბაი გომესი - დეივერსონი
გაძევება: ლივაია (86)
მაყურებელი: 16 007
რეალი-ბარსელონა 2:3
გოლები: 1:0 კაზემირო (28), 1:1 მესი (33), 1:2 რაკიტიჩი (73), 2:2 ხამეს როდრიგესი (85), 2:3 მესი (92)
რეალი (4-3-3): კეილორ ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო (70. კოვაჩიჩი), კროოსი - ბეილი (39. ასენსიო), ბენზემა (82. ხამეს როდრიგესი), რონალდო
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლუის სუარესი, პაკო ალკასერი (70. ანდრე გომეში)
გაძევება: სერხიო რამოსი (77)
მაყურებელი: 81 044
ორშაბათი. 24 აპრილი
ეიბარი-ბილბაო 22:45
ბომბარდირები: 31 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).
მომდევნო ტური
25 აპრილი:
სპორტინგი ხიხ-ესპანიოლი, გრანადა-მალაგა, ატლეტიკო-ვილიარეალი;
26 აპრილი:
ბარსელონა-ოსასუნა, ლეგანესი-ლას პალმასი, ვალენსია-რეალ სოსიედადი, დეპორტივო-რეალი;
27 აპრილი:
ალავესი-ეიბარი, სევილია-სელტა, ბილბაო-ბეტისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"