ანტუან გრიზმანი: არ არსებობს ერთი მიზეზიც კი, რის გამოც შეიძლება "ატლეტიკო" დავტოვო

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის გამოცვლას არ აპირებს. ამის შესახებ გრიზმანმა ესპანურ რადიო El Larguero-ში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალს" სურდათ.

"ვრჩები "ატლეტიკოში". აქ თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც მოსვლის პირველ დღეს. "ატლეტიკოში" ტიტულების მოსაგებად მოვედი და ეს ჩემს მთავარ მიზნად რჩება. იმედია, კლუბი კარგ ფეხბურთელებს შეიძენს და ბევრად გავძლიერდებით.

დიეგო სიმეონეს დიდ პატივს ვცემ და იმედი მაქვს, ის კლუბში დ
არჩება, მაგრამ თუ ის წავიდა, ეს ჩემზე არ იმოქმედებს. არ არსებობს ერთი მიზეზიც კი, რის გამოც შეიძლება "ატლეტიკო" დავტოვო.

ასე რომ, ვრჩები, ჩემი აგენტი კი კლუბს ახალ კონტრაქტზე ესაუბრება", - თქვა გრიზმანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული