ცნობილია, რომ კატალონიური გუნდის თავკაცი თანამდებობას 27 მაისს, "ალავესთან" ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობება.
"შესაძლოა ივლისშივე დავბრუნდე და სიუპრიზი მოგიმზადოთ. ამის გამო ვიღაცას შესაძლოა, ინფარქტიც კი დაემართოს. მე ჯერ ახალგაზარდა ვარ, ლამაზი და მომხიბვლელი. რატომ არ უნდა დავუბრუნდე სამწვრთნელო საქმეს?
ამბობენ, რომ ამ თანამდებობაზე დავბერდი, თუმცა თავად არ მინდა სხვებზე ვილაპარაკო, მათ ზედმეტ კილოგრამებსა და ა.შ.", - აქვეყნებს ლუის ენრიკეს ნათქვამს Marca.