ანტუან გრიზმანმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ეს უკვე ოფიციალურია და წყალი არ გაუვა - "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ შეგულებული ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი ისევ "ატლეტიკოს" გაურიგდა, ახალი კონტრაქტი გააფორმა და მადრიდში 2022 წლამდე დარჩა.

რეალურად, წინა კონტრაქტი ერთი წლით უფრო ხანგრძლივით შეიცვალა, თუმცა გრიზმანის ფინანსური პირობებიც გაუმჯობესდა.

ამასთან, სანდო წყარო ამტკიცებს, რომ კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" დიეგო სიმეონემაც გაახანგრძლივა 2019 წლამდე. მის ხელშეკრულებას ვადა 2018-ში უსრულდება.

"ახლა უნდა დავისვენო რამდენიმე დღე, ძალები უნდა აღვიდგინო და მერე ახალი სეზონისთვის მზადება დავიწყო. ყველას მინდა მოვუბოდიშო, ვინც ჩემი სიტყვები ინგლისში ტრანსფერის წინაპირობად
ჩათვალა, თქვენ მე არასწორად გამიგეთ", - განაცხადა გრიზმანმა.

აი, "სანი" კი მაინც არ ჩერდება - ინგლისური ტაბლოიდი ამტკიცებს, რომ კონტრაქტის გაფორმება არაფერს ნიშნავს, გრიზმანი მაინც გადავა "მანჩესტერ იუნაიტედში".

26 წლის გრიზმანი სატრანსფერო სეზონის გახურებისას მაინც გადავა ჟოზე მოურინიოს გუნდშიო. შეგახსენებთ, რომ გრიზმანი "ლოს კოლჩონეროსის" შემადგენლობაში 2014 წლიდან თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული