ზოგჯერ საუკეთესო პასუხი გაჩუმებაა - კრიშტიანო რონალდო "რეალიდან" მიდის?

AutoSharing Option
პარასკევს პორტუგალიური "ა ბოლა" სკანდალური ინფორმაციით გამოვიდა - კრიშტიანო რონალდო "რეალს" ტოვებს!

წყარო ამტკიცებს, რომ 32 წლის სუპერვარსკვლავმა ეს გადაწყვეტილება ესპანეთის პროკურატურის ქმედების გამო მიიღო. მოგეხსენებათ, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ საქმეა აღძრული. მას 2011-14 წლებში გადასახადებისგან თავის არიდებით 14,7 მილიონ ევროს ედავებიან. საერთო ჯამში, კრიშტიანო ოთხ დანაშაულშია მხილებული. რონალდო აცხადებს, რომ უდანაშაულოა, მაგრამ... რონალდო ფიქრობს, რომ "რეალი" მას სათანადოდ არ იცავს ამ საქმეში.

სწორედ ამ ფაქტმა კრიშტიანოს მტკიცედ გადააწყვეტინა, რომ წავიდეს "რეალიდან" და ამის შესახებ მან ფლორენტინო პერესს უკვე შეატყობინა. ამბობენ,
რომ მადეირელის გადაწყვეტილება მტკიცეა და ის ამას არ შეცვლის.

"მარკა" წერს, რომ "სამეფო კლუბში" ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ რონალდომ გადაწყვეტილება შეცვალოს, მაგრამ "რეალში" არასოდეს აჩერებენ ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც დარჩენა არ სურს და გამონაკლისს არც პორტუგალიელისთვის დაუშვებენ. ამ შემთხვევაში, რონალდოს ტრანსფერზე დააყენებენ და მისი ფასი, არც მეტი, არც ნაკლები, 400 მილიონი ევრო იქნება. სად შეიძლება გადავიდეს ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი სატრანსფერო ფასი აქვს?

ასახელებენ მის ყოფილ გუნდ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "პარი სენ-ჟერმენს".

საკუთარი ვერსია გამოთქვა "დიარიო ას"-მაც. ამ გაზეთის ცნობით, კრიშტიანომ, ჯერ კიდევ ორი თვის წინათ, გადაწყვიტა მადრიდის "რეალიდან" წასვლა, რის შესახებაც თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს განუცხადა. სწორედ მენდეშმა აიძულა კრიშტიანო, რომ ამის შესახებ არაფერი ეთქვა, სანამ "რეალს" სეზონში გადამწყვეტი თამაშები ჰქონდა გასამართი. რონალდომ თავის აგენტს დაუჯერა.

მოგეხსენებათ, თავად კრიშტიანო კონფედერაციათა თასზე იმყოფება, სადაც პორტუგალიის ნაკრებს კაპიტნობს და პირველ მატჩში საგოლე პასით გამოირჩა. "მარკას" ცნობით, კრიშტიანომ ნაკრების თანაგუნდელებს უთხრა, რომ ის მართლაც მიდის "რეალიდან", რომ მადრიდში დაბრუნებას არ აპირებს.

"რეალის" ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი ახლანდელს ურჩევს, რომ გაუშვას რონალდო. "როცა მას ვყიდულობდი "მანჩესტერ იუნაიტედიდან", ანალოგიური მდგომარეობა იყო. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი იქიდან წასვლა. როცა რონალდო რამეს გადაწყვეტს, ეს სამუდამო გადაწყვეტილებაა, რომელიც არ შეიცვლება. სხვა გზა არ რჩება, რაც შეიძლება სარფიანად უნდა გაასხვისონ. მახსოვს, მაშინ რომ დამირეკა რონალდომ, მითხრა, როგორ უყვარდათ იგი იქ, როგორ მამასავით ექცეოდა სერ ალექს ფერგიუსონი და როგორ უყვარდა თავად რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი პუბლიკა. ეს გუნდი მისთვის მართლაც ბევრს ნიშნავს. არა მგონია, ჩინეთში ან სადმე შორს წავიდეს, ის ჯერ კიდევ ბრწყინვალე ფორმაშია. ის გაცილებით მეტი ეღირება, ვიდრე პოგბა, რადგან უკეთესი ფეხბურთელია. ვინც მის ყიდვას მოინდომებს, მას სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს", - განაცხადა კალდერონმა.

"მარკა" წერს, რომ "რეალში" რონალდოს თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ პორტუგალიელი წასვლას კი არა, ვაჭრობას აპირებს, რათა მეტი ხელფასი გამოსტყუოს "რეალის" ხელმძღვანელობას. ისინი მიიჩნევენ, რომ მადეირელი მაშინვე დაწყნარდება, როგორც კი სასურველს მიაღწევს.

კოპე-ს ინფორმაციით, ჟორჟე მენდეშმა უკვე მოახსენა "რეალს" იმ შემოთავაზების შესახებ, რომლებიც უკვე არის რონალდოსთან მიმართებაში. "მანჩესტერ იუნაიტედი", "პარი სენ-ჟერმენი" და "მონაკო" მზად არიან, მასში 180 მილიონი ევრო გადაიხადონ. დაინტერესებულია ერთ-ერთი ჩინური გუნდიც. "მარკა" წერს, რომ ფლორენტინო პერესმა უკვე განუცხადა პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს, რომ ძალით მის დაკავებას "რეალში" არ აპირებს. "რეალის" ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ამას რონალდო ხელფასის გაზრდის სურვილის გამო აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანომ "რეალთან" კონტრაქტი 2016 წლის ნოემბერში გააფორმა. მას მერე მისი ხელფასი კვირაში 400 ათასი ევროა. ახალი კონტრაქტით, ის მადრიდულ კლუბთან 2021 წლამდეა დაკავშირებული. კონტრაქტში მითითებულია მისი გამოსასყიდი ფასიც - 995 მილიონი ევრო!

"მარკა" წერს, რომ მედიაში გამოჩენილმა ინფორმაციამ ზინედინ ზიდანი ძალზე დააფიქრა. მან უკვე დაურეკა კრიშტიანოს და პირადად აუხსნა, თუ როგორ ესაჭიროება "რეალს" მისი გამარჯვებულის მენტალიტეტი. ფრანგი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ესპანურ პროკურატურასთანაც ყველა პრობლემა მოგვარდება. გაზეთი ამტკიცებს, რომ იგივე გააკეთა გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმაც.

"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ რონალდოს ტრანფერზე უკვე ჩამოყალიბებულია პსჟ, რომელიც "რეალს" არა 180, არამედ 140 მილიონ ევროს სთავაზობს პორტუგალიელში. პსჟ-ის პრეზიდენტი ნასირ ალ-ხელაიფი მზადაა, კრიშტიანოს სეზონში 30 მილიონი ევრო უხადოს.

ამასობაში, კიდევ ერთი კლუბი გამოჩნდა, რომელსაც კრიშტიანოს ხელში ჩაგდება უნდა - მიუნხენის "ბაიერნი". "გაძეტას" ცნობით, კარლო ანჩელოტი დაინტერესებულია ყოფილ შეგირდთან მუშაობით. ამ შემთხვევაში, ყველაზე დიდი წინაღობა რონალდოს მეტისმეტად მაღალი სატრანსფერო ფასია, 400-ის კი არა, "ბაიერნს" 200 მილიონი ევროს გადახდაც არ სურს უკვე ასაკოვან ვარსკვლავში.

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მიიჩნევს, რომ რონალდო უდანაშაულოა გადასახადების დამალვასთან დაკავშირებულ სკანდალში, ხოლო მისი "რეალიდან" წასვლა ცუდად იმოქმედებს ესპანურ ფეხბურთსა და ლა ლიგაზე. "ლა ლიგაზე მისი წასვლა აუცილებლად უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით, საერთაშორისო სარბიელზე", - განაცხადა ტებასმა ტელეეთერით გამოსვლისას.

საეჭვოდ დუმს თავად ფეხბურთელი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს, თუმცა ამ თემაზე არაფერს წერს. არ ყოფილა არანაირი უარყოფა, რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის გავრცელებულ ხმებს. სამი დღის წინათ მან "ინსტაგრამზე" ფოტო დადო მინაწერით: "ზოგჯერ საუკეთესო პასუხი გაჩუმებაა", მაგრამ ეს ფრაზა უფრო ბრალდებას დაუკავშირეს, ვინ იცის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლიგის ბოლო 2 თასი რონალდუს მოგებულია!
მიშა
20 ივნისი 2017 11:24
0
იქნებ გეყოთ ვაჟკაცობა და აღიაროთ რაც წელს რონალდომ გააკეთა ამისთანა ჯერ არავის გაუკეთებია.10 ბურთი ჩ.ლ.-ის პლეიოფებში თან ვისთან "მგლებთან" ბაიერნთან,ატლეტიკოსთან და იუვესთან.ეს ფანტასტიკის სფეროდანაა.
ბარსას ფანობას
20 ივნისი 2017 10:08
0
ვაა საღოლ გოჩაია მთელი რეალი ქართულად არ ალაპარაკდა..?!
GGG
19 ივნისი 2017 17:50
0
მთელი ესპანური პროკურატურა პერესს ჯიბეში ყავს და რადგან რონალდოს ესეთი საქმე აუგორეს, ესიგი თვითონ პერესია რონალდოს მოცილებით დაინტერესებული
ეტყობა ფინანსურად აღარაა ისეთი მომგებიანი, მაიკები აღარ იყიდება ან რამე ეგეთი...
www
19 ივნისი 2017 17:47
0
gocha თუ იქნება ჩვენი მწვრთნელი მე სხვაგან არაფერი მესაქმება.

პ.ს არ ვიცოდი თქვენც თუ იცოდით ქართული ზინედინ მას.
CR7
19 ივნისი 2017 16:55
0
რა მნიშვნელობა აქვს რონალდო თუ დარჩება,ბარსა მაინც აფარჩაკებდა პირადში,თუ გაგახსენო მესიმ როგორ ასიამოვნა ამ ბოლოს მადრიდში.
gocha-s
19 ივნისი 2017 16:40
0
ზინედინ ზიდან - მე თანახმა ვარ. ))
პერესი
19 ივნისი 2017 14:28
0
gocha ძმაო, შემოგევლე, კარგი კაცი ხარ, რომ თვალი ამიხილე, შენ ისეთი სიტყვები მითხარი, რომ რონალდოს გაყიდვა გადავიფიქრე, მართალი კაცი ხარ _ მერე რეალი ის რეალი აღარ იქნება. მართლა ბარსელონამ როგორ უნდა მაჯობოს?! და კიდევ, შენზე მინდოდა პერესს მოვლაპარაკებოდი ჩემ თანაშემწედ რომ მიეღე, რა თქმა უნდა შენც თუ თანახმა იქნებოდი.
ზინედინ ზიდანი
19 ივნისი 2017 14:02
0
ზიზუ არ გაუშვა რონალდო ისედაც ბევრი ფეხბურთელები გაუშვით რიელი რომ იყო ის რეალი აღარ იქნება ისედასაც ბევრი კაი ფეხბირთელებმა დატოვა გუნდი გაიგე ბარსელონამ როგორ უნდა გაჯობოს აქეთ ფეხბურთელებს ყიდულობენ გაიგე ზიზუ იყიდე კიდევ კაი ფეხბურთელები გაიგე თავი განძრიე
gocha
19 ივნისი 2017 13:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული