ალვარო არბელოამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალვარო არბელოამ კარიერა დაასრულა.

მან ამის შესახებ "მარკას" ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

"დროა დამშვიდობების. ფიზიკურად კიდევ შემიძლია თამაში, "რეალი" ჩემი ცხოვრების კლუბია, მაგრამ ვერავის ვთხოვ, მათამაშეთო", - განაცხადა არბელოამ.

34 წლის მცველი "რეალის" აღზრდილია. "სამეფო კლუბის" გარდა, მას "დეპორტივოსა" და "ლივერპულშიც" უთამაშია, ბოლო სეზონი კი "ვესტ ჰემში" გაატარა, სადაც მხოლოდ 4 მატჩში ათამაშეს.

ის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მომგებია.

ესპანეთში ის მხოლოდ თითოჯერ
იყო ლა ლიგის, კოპა დელ რეისა და სუპერთასის გამარჯვებული. ესპანეთის ნაკრების მაისურა მან 56-ჯერ მოირგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული