ზინედინ ზიდანი: კრიშტიანო რონალდოს დარჩენა გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდოს "რეალში" დარჩენა გადაწყვეტილია და ის გუნდთან ერთად იმიტომ არაა, რომ ისვენებს.

"რონალდომ ექსტრა-არდადეგები დაიმსახურა. ჩვენ მას უბრალოდ დაველოდებით. კრიშტიანო "რეალში" რჩება, ამ ისტორიას წერტილი დაესვა", - განაცხადა ფრანგმა თავკაცმა.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთში არსებული საგადასახადო პრობლემების გამო, რონალდუ "რეალის" დატოვებას აპირებდა, მაგრამ უკანასკნელი ცნობებით, პორტუგალიელმა მადრიდში დარჩენა გადაწყვიტა.

"ოქროს ბურთის" მფლობელი, რომელსაც ზიდანმა დამატებითი შვებულება გამოუწერა, 8 აგვისტოს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ევროპის სუპერთასზეც არ ითამაშებს. ის გუნდს 12 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, "კლასიკოში" დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული