დიეგო სიმეონე "ატლეტიკოსთან" გაახანგრძლივებს

AutoSharing Option
"კადენა სერის" ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკო" დიეგო სიმეონეს შეუთანხმდა და არგენტინელი კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

განიხილება ორი ვარიანტი - სიმეონე კონტრაქტს ან 2019 წლამდე გააფორმებს, ან 2020 წლამდე. სიმეონეს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

არგენტინელმა სპეციალისტმა "ატლეტიკო" 2011 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, მადრიდელებმა ჩემპიონატიც მოიგეს, თასიც და სუპერთასიც. აგრეთვე "ატლეტიკო" ევროპალიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გავიდა ფინალში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული