ნეიმარმა და ნელსონ სემედუმ ვარჯიშზე იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" დღევანდელ ვარჯიშზე ნეიმარმა და ნელსონ სემედუმ ერთმანეთში იჩხუბეს.

ვიდეოში ჩანს, რომ ბრაზილიელისა და პორტუგალიელის დაპირისპირება სათამაშო ეპიზოდს მოჰყვა. კონფლიქტური სიტუაციის შექმნის შემდეგ, "ბარსელონას" ახალწვეულმა გარიდება სცადა, ბრაზილიელი კი თანაგუნდელების დასაწყნარებელი გახდა.

საბოლოოდ, ნეიმარმა სავარჯიშო მოედანი უკმაყოფილომ დატოვა.

როგროც ჩანს, ნეიმარი "ბარსელონადან" წასვლასთან მართლაც ახლოსაა.

- "ეკიპი" ამტკიცებს, რომ პსჟ-მა ნეიმართან ყველაფერი შეათანხმა
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაუშვით წავიდეს....
ROKO
15:28 28-07-2017
0
რამდენადაც დიდი ფეხბურთელია ნეიმარი იმდენად დიდი ნაგავი პიროვნებაა. როდის თქვა მასზე ჩავიმ კაცურად მოქცევა უნდა ისწავლოს და სხვების გაღიზიანებას და პროვოცირებას უნდა გადაეჩვიოსო, თუ არ უნდა ბარსელონაში თამაში წავიდეს სადაც ურჩევნია, ბარსადან თავის დროზე რონალდინიო გაუშვეს და იმ წელს გუნდმა ტრიპლეტი დადო, რადგან ნეიმარი ასეთი უმადურია და გუნდს, რომელმაც ის მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია ფულში ცვლის არც ბარსელონამ არ უნდა გაუწიოს ანგარიში მას ან სრულად უნდა გადაახტევინოს პსჟეს ის 222 მილიონი ანდა ვერატი და 120 მილიონი უნდა მოთხოვოს სანაცვლოდ. იმ ფულით კოუტინიო, დემბელე, აზარი ან მბამპე უნდა იყიდოს. რაც შეეხება პსჟეს ის იმ ბეღურას მაგონებს, რომელსაც არწივობა უნდა და მაინც ბეღურად რჩება. ნეიმარს ბარსაში კარიერის ბოლომდე ორჯერ ამ სამჯერ კიდე შეეძლო ლიგის მოგება და პსჟეში ის ან საერთოდ ვერ მოიგებს ლიგას ან ყველაზე დიდი ერთხელ შეიძლება მოიგოს.
barcelona
16:37 28-07-2017
0

სიახლეები პოპულარული