დიეგო სიმეონე "აუდის თასის" მოსაგებად მიდის

AutoSharing Option
დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" გერმანიაში გაემგზავრა, რათა მიუნხენში "აუდის თასზე" იასპარეზოს.

წინასასეზონო ტურნირზე არგენტინელმა სპეციალისტმა 29 ფეხბურთელი წაიყვანა. იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც მექსიკაში "ტოლუკასთან" მატჩში იასპარეზეს, კიდევ დაემატნენ ამატი, ხუან მორენო, ოლაბე, სოლანო და ალბერტო როდრიგესი.

სამშაბათს, ნახევარფინალურ მატჩში "ატლეტიკო" "ნაპოლის" შეხვდება. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს "ბაიერნი" და "ლივერპული" ხვდებიან.

* * *
თუკი ისტორიას გამეორება ახასიათებს, მაშინ, წესით, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" ლა ლიგა უნდა მოიგოს. "ატლეტიკომ" 28 ტიტული მოიპოვა და აქედან 7 მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების
წელს მოხდა. "ატლეტიკომ" თავისი მე-3 ტიტული 1950 წელს მოიგო, როცა ბრაზილიამ მუნდიალს უმასპინძლა. ამ ტრადიციასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი.

1966 წელს, როცა ინგლისმა ტრიუმფით მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, "ატლეტიკომ" კვლავ იმარჯვა პრიმერა დივიზიონში. ოთხი წლის მერე "ატლეტიკო" კვლავ გაჩემპიონდა, მექსიკამ კი მორიგ მუნდიალს უმასპინძლა.

2010 წელს მუნდიალი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. იმ წელს "ატლეტიკოს" ლა ლიგა არ მოუგია, მაგრამ კლუბმა ევროპალიგა მოიგო. 2014 წელი მუნდიალის წელი იყო და დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" ლა ლიგაში იმარჯვა. 2018 წელს მუნდიალი რუსეთში გაიმართება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება,ოცდარვა ტიტულიდან შვიდიც ოთხიდან ერთი გამოდის,ესე იგი ტიტულების განაწილების თანაბარზომიერება არ ირღვევა და რაზე აკეთებთ მინიშნებას,ვერ მივხვდი.
სოსო
12:38 31-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული