16 აპრილს "სამეფო კლუბი" კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიღებს. 4 დღის შემდეგ კი გუნდები "მესტალიაზე" ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებენ.
27 აპრილს "ბარსელონამ" და "რეალმა" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ითამაშონ, 4 მაისს კი საპასუხო შეხვედრა ჩაატარონ. ამისთვის კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალში "შახტარს", მადრიდელებმა კი "ტოტენჰემს" უნდა სძლიონ.
.