ოთხი "ელ კლასიკო" სულ რაღაც ოც დღეში?!

AutoSharing Option
დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ბადე, დაწყებული მეოთხედფინალური ეტაპიდან.

16 აპრილს "სამეფო კლუბი" კატალონიელებს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიღებს. 4 დღის შემდეგ კი გუნდები "მესტალიაზე" ესპანეთის თასის ფინალში ითამაშებენ.

27 აპრილს "ბარსელონამ" და "რეალმა" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ითამაშონ, 4 მაისს კი საპასუხო შეხვედრა ჩაატარონ. ამისთვის კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალში "შახტარს", მადრიდელებმა კი "ტოტენჰემს" უნდა სძლიონ.





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰალა მადრიდ! :)
0

სიახლეები პოპულარული